Wednesday, April 28, 2010

ვინ არის "გამკილავი"?

"პროვოკაციული სათაურის ქვეშ პროვოკაციული ამბავი იმალება"
- გურამ ვანიშვილი


"გამკილავის" მწარე გაკილვა ვისაც მოხვედრია, დამერწმუნება, რომ ეს ადამიანი, რასაც ხელში მოხვდება, ნაცარტუტად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მის ბლოგზე მხოლოდ 5 ადამიანია გაკილული ჯერ-ჯერობით, მან მაინც შეძლო და სახელი დაიმკვიდრა ბლოგოსფეროში, როგორც "ტროლ-ბლოგმა", რომელიც იდეაში უნდა სხვა ბლოგების ნაკლოვანებებს დასცინოდეს. სამწუხაროდ "გამკილავმა" ზედმეტი ენერგია ჩადო საქმეში და იყო თუ არ იყო (ეს ჩემი აზრით) მინუსი, ყველაფერი მიაგიტლერკაპუტა.

ვიღაცისთვის (იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ გამკილავს ქვემოთ მოყვანილი აღწერები მოშნად ჰკიდია) სამწუხაროდ, ტროლის ყურადღება ბაზილიომაც მიიპყრო. ბაზილიო კი, როგორც თვითონ ამბობს, ბოღმის ბუკეტია. ბოღმას თლის და ჭერში აწყობს, ვინც ცხვრებს შეჭამს, თავში ჩასცხებს.. თუ როგორაა ესა? მოკლედ, ხანდახან მგონია, რომ ნინოს გაფუებული თმები მისი ბოღმიანობის ბრალია. ანუ ეს თმა კი არა, ბოღმაა გადმოსული თავიდან და ჩამოედინება მის მხრებზე.. ხოდა ეს ბოღმიანი ადამიანი რომ გაიკილა, იმის მერე დაბოღმილი დადიოდა თურმე (თმაც კი ჩქარა გაეზარდა, ისე დაიბოღმა) და ბოლოს და ბოლოს, ამოანთხია ეს ბოღმა და დაისვენა.
ხოდა იმას გიყვებოდით, რომ გამკილავმა ბაზილიოს უთხრა, თქვენსკენ ცხვრებს ისევ ყიდიანო? :) ნუ, მოდი ახლა სიმართლეს გაუმარჯოს: მართლა, რეალურად ყიდიან ბაზილიოსკენ ცხვრებს. ნუ, თვითონ მაგის სახლთან არა რა თქმა უნდა, სადღაც 2 კილომეტრის მოშორებით, მარა მაინც ყიდიან. პრინციპში ჩემსკენაც ყიდიან მასე ცხვრებს, რაზეა საუბარი, ყურისძირში ყიდიან ეგერ 3-4 კილომეტრში, მარა ამაზე არაა აქ საუბარი. მთავარი ისაა, რომ ნინოს ვუთხარი, ვიცი ვინაა გამკილავი თქო.

ხოოოდა დაიბოღმააა!!! დაიბოღმა, უნდა მითხრა ვინააო. (ადნოზე ვუთხარი და იმიტომაა ეს სურათი, ვაღიარებ რომ გოიმი ვარ) არადა ახლა ხომ შანსი არაა, ასეთ ინფორმაციას ვერ გაამჟღვნებ. წარმოიდგინე, ტროლი ბლოგის ავტორს იცნობ, ნახევარი ბლოგოსფერო მოსაკლავად დასდევს და შენ კიდე ამბობ, ესა და ესააო. ხოდა იცოდე ცეცხლს ეთამაშებიო - გამაფრთხილა ბოღმამ. ცოტა კი შევფიქრიანდი, მარა სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა თქო და არ გეტყვი თქო. ხოდა სანამ არ მეტყვი, აღარ დაგელაპარაკებიო.

და დღეს ჩემს წინ იდგა ხელის შესახებ მანძილზე, თავის ბოღმები დალალებად ეყარა მხარზე. და იყო ლამაზი და საყვარელი, მაგრამ ბოღმა და ფრიად დაბღვერილი. ხოლო მე მივხვდი, რომ თუ ნინო არ დამელაპარაკება, ცოტათი მაინც ჩემნაირად მოაზროვნე ადამიანს დავკარგავ. ასე რომ ნინო, შენ გაიმარჯვე. მთელი ხალხის გასაგონად დავწერ სიმართლეს.
თავიდან ვიფიქრე ხუმრობაში ამყვება თქო და სავარაუდო პასუხიც მქონდა მომზადებული, მაგრამ ისე იყო დაბოღმილი, მტყუან-მართალი ვეღარ გაარჩია და ჩემმა დაგვიანებულმა "მე ვარ გამკილავი"-მ სიტუაციას აღარ უშველა. აი ამაზეა ნათქვამი, ფაფით პირდამწვარი დოს სულს უბერავდაო.. თუ ეს არა? ა, ტყუილის მთქმელს სიმართლეს აღარ დაუჯერებენო.. თუ არც ეს? შევიძენ ოპელ ვექტრა 1.8-ს იაფადო.. ეს საერთოდ რა შუაშია? ჰეჰე, ნახე, როგორი გაფაციცებით კითხულობს, ეგება მორჩეს ამ სისულელეებს და დაწეროს რა იცისო.
წარმოდგენა არა მაქვს ვინაა "გამკილავი" დაგრჩათ კიდევ ეჭვები? მაშინ წაიკითხეთ აბზაცი თავიდან, თუ არა, გააგრძელეთ კითხვა. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი სულელი არაა და თავს ასე მარტივად არ გამოამჟაღვნებს. ასე რომ დღეისათვის გამკილავზე სამად სამი რამ ვიცით:
1. ის ზარმაცია (ამდენი ხანია ერთი პოსტიც არ დაუწერია)
2. ის ბოღმაა (მისი ყველა პოსტი სავსეა ბოღმით)
3. მან იცის, რომ გორში იყიდება ცხვრები.
და ბონუსი, თვითონ ნინოს ვარაუდი: ის გოგოა.
ამ სამი ფაქტორის კომბინაციით მე შემიძლია ვივარაუდო, რომ გამკილავი არის.. თვითონ ბაზილიო!!! იმიტომ რომ ის ზარმაცია, ბოღმაა, გოგოა და იცის რომ გორში ცხვრები იყიდება!
ვსო, წავედი მე. გამოძიება დასრულებულია, საქმე დახურულია. მოლაპარაკების (ან ლუდის ბარის) მაგიდასთან დასაჯდომად დაგჭირდებათ ერთი დაქალი და 2 საათამდე თავისუფალი დრო. მე ჩემის მხრივ გარანტიას გაძლევთ, რომ მეყოლება ერთი ძმაკაცი და ლუდისათვის საკმარისი თანხა. :)

4 comments:

D@niko said...

"ჰეჰე, ნახე, როგორი გაფაციცებით კითხულობს, ეგება მორჩეს ამ სისულელეებს და დაწეროს რა იცისო." -
ეს მომეწონა!

ვიხალისე! :D

Nino said...

აუ რამდენი ვიცინე ცუდად ვაააარ :D
კარგი გამოძიებაა მაგრამ დასკვნა მცდარია, საბედნიეროდ.
მე თუ გამოვაშკარავდი რაღა აზრი ექნება ჩემს შვებულებაში გასულ მოღვაწეობას.
ახალი პოსტი მალე იქნება, ქამინგ სუუუუნ, იე იე

nino said...

ვაიმეეეეეეე :) აუ აი ვკითხულობდი და დებილივით ვიღიმოდი, თანამშრომელი გაოცებული მიყურებდა რა ჭირსო :) :) :) საღოლ გურამ, ძალიან დიდი ხანია არ მიცინია ესე, დაჟე ისეთი პოსტია რამდენჯერმე რო წაგაკითხებს თავს :) :) :) დასკვნა იყო ინტრიგანული, ჩაგეთვალა :) მარა რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, კიდევ არსებობენ ადამიანები რომლებმაც იციან რო გორში ცხვრები იყიდება, არიან ბოღმები და არიან ზარმაცები :)
და გამკილავის არსის ყველაზე დიდი მუღამი იმაშია რო საიდუმლოდ რჩება მისი ვინაობა, მე არ მინდა ვიცოდე ვინ არის ის :)

nino said...

და ბოლო აბზაცს რაც შეეხება, რომელი ძმაკაცი? :)