1. ხალხო, როდესაც არ მიხვალთ არჩევნებზე, რჩება გამოუყენებელი ბიულეტინები. წესით და რიგით უნდა ისინი დაითვალოს, დაილუქოს და დაეწეროს, რომ დარჩა ამდენი და ამდენი. მაგრამ! სრულიად შესაძლებელია რომელიმე პარტიის გიჟმა (ყავთ ასეთები სპეციალურად ამ დღისათვის) ადგეს და მთელი ეს ბიულეტინები ან ნაწილ მაინც თვითონ შემოხაზოს და ასევე ჩაყაროს. ჰო რა, რა გიკვირთ, სრულიად შესაძლებელია. აა, გაფუჭებული ბიულეტინებიო?
2. გაფუჭებული ბიულეტინებიც წესით ცალკე უნდა დაილუქოს, თუმცა ასეთ ბიულეტინს ვინ დაუშვებს, სადაა გასაფუჭებელი ბიულეტინი.. უფრო ზუსტად არის. ისევ ის გიჟი წარმომადგენელი ადგება და კონკურენტი პარტიის ბიულეტინში მეორესაც შემოხაზავს ვიღაცას. ვსო, გაფუჭდა ბიულეტინი. კონკურენტმა პარტიამ დაკარგა ხმა. აა, დამკვირვებლები?
3. თქვენ გგონიათ გიჟი ერთია? იმ გიჟს კიდევ რამდენიმე ყავს, რომელიც ამ დამკვირვებლის მოქმედებას აკვირდება. ღმერთმა არა ქნას რამე "შეეშალოს". ბოლო ბოლო თავის უბანში რამდენი დამკვირვებელი იქნება? ანუ მერე იქნება "ე, სადაური ხარ შენ? ვაფშე რა გაგების ხარ? ვისი გწამს ცხოვრებაში? ჰეჰეე, ჩეეემიი..." აა, საიდან იქნება ხელმოწერები ჟურნალში?
4. პირადი ნომერი 11 ციფრს შეადგენს. საარჩევნო უბანზე 5000 ადამიანია რეგისტრირებული. თბილისის მცხოვრებთა პირადი ნომრები იწყება ასე: 01001 და მერე ნომერი. მაგალითად პირადი ნომერია 01001001234 - სრულიად ნორმალური პირადი ნომერია, რომლის პატრონმა შეიძლება საერთოდ არ იცოდეს როგორ მოხვდება რომელიღაც საარჩევნო უბნის ჟურნალში ვიღაც გიჟის მიერ ჩაწერილი და ხელსაც როგორ მოაწერს. და რა, თქვენ გინდათ თქვათ რომ ამ 5000 ადამიანის ყველა პირად ნომერს და ხელმოწერას შეამოწმებს ვინმე? აა, სია?
5. სია ისეთი რამეა, რაც მუდმივ განახლებას ექვემდებარება. მე ორჯერ ვიყავი არჩევნებზე და ორჯერვე ჩემი გარდაცვილი პაპა ვნახე სიაში. ჩემს შეშფოთებაზე პასუხი ასეთი იყო, რომ თუ გარდაიცვალა - ხელსაც ვერ მოაწერსო. თუმცა ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ის ხელს "მოაწერს" სწორედ იმ დარჩენილ ბუკლეტზე, რომელიც დარჩა იმიტომ, რომ ვიღაც არ მივიდა არჩევნებზე.
ასე რომ ხალხო, მიდით, მიდით არჩევნზებზე. დიახ, სავარაუდოდ ის მაინც გაყალბდება. დიახ, მას მაინც "დააკვირდებიან" და მათ შორის უცხოელებიც, რომლებიც ძალიან ხშირად საჭმელად, მოსაწევად და/ან სუფთა ჰაერის სასუნთქად იქნებიან გასულები, მაგრამ თუ პარტია "ა"-ს უნდა მიეღო 15 ხმა, პარტია "ბ"-ს 30 ხმა და უნდა დარჩენილიყო 5 ცარიელი ბიულეტინი, თუ "ა" პარტიის მომხრე მარტო 5 მივა, შესაბამისად იმ 15 დარჩენილ ხმას სავარაუდოდ "ბ" პარტია მიიღებს. მაგრამ "ბ"-ს მომხრეებსაც ხომ დაეზარებათ მისვლა, არა? ხოდა მიდით, მიიიდით! ყველა მიდით! ბლია, ეს ერთადერთი ხერხია, რომ რამე მაინც გააკეთოთ ქვეყნისათვის გარდა იმედის ეთერში გასული სიუჟეტის ნახვისას ბენზინზე ფასის გაძვირებისა და სადღაც გადასაკარგავში გაქცევისა.
1 comment:
კარგი მოწოდება იყო :))
Post a Comment