Monday, April 26, 2010

ფული და უხერხულობა

არ ვიცი რამდენად დასაბლოგი ამბავია, უბრალოდ მინდა რჩევა მივცე ვინც ამას წაიკითავს. ზარმაცები კი ბოლოში ეგრევე.
ფულს აქვს მრავალი თვისება, განსაკუთრებით თუ ფინანსების ან ეკონომიკის თეორიას სწავლობთ. მინდა უბრალოდ ჩემი დის ფრაზა მოვიყვანო: "რამდენჯერ გითხარი ჯიბეში ნაღდი ფული გედოს თქო?!" საქმე იმაშია, რომ ჩვენს თვალწარმტაც ქვეყანაში არც ისე ბევრი პუნქტია, სადაც ჩემი პლასტიკური ბარათით გავანაღდებ შენაძენს. დღეს ამ ფრაზამ თავში ჩამარტყა ამ სიტყვის თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით. ასე რომ რჩევა: ჯიბეში გედოთ ფული. არასოდეს იცით რა დროს დაგჭირდებათ, რაც არ უნდა დაგეგმილი გქონდეთ ხარჯები.
მეორე ფრაზა, რომელიც მე მეკუთვნის არის ის, რომ ფულს უყვარს დახარჯვა, მაგრამ აზრიანად. შესანიშნავია თუ იმდენი ფული გაქვს, რომ ქარს ატან ან ღუმელში წვავ. მაგრამ რეალურად ამდენი ფული არავის აქვს. უფრო ზუსტად, არავის შრომით მომპოვებელს. მე კი ვშრომობ. და მიუხედავად იმისა, რომ მაგრად მიყვარს ფულის ფლანგვა, იმდენად მაქვს ეს თვისება კონტროლზე აყვანილი, რომ რამდენჯერმე გავხდი "ძუნწის" იარლიყის მატარებელი. ასე რომ რჩევა: ფულის ფლანგვა გულუხვობის გამართლებით და ფულის მალვა მომჭირნეობის გამართლებით არის სისულელე.
არასოდეს არ გამოვსულვარ სახლიდან ისე, რომ პლასტიკური ბარათი არ მდებოდა ჯიბეში. ნუ, ჰა და  ჰა 10 თვეში ერთხელ. :) ნუ, ნაღდი ფულიც მაქვს ხოლმე ცოტა, მარა პლასტიკური ბარათი აუცილებლად. არადა წესით პირიქით უნდა მქონდეს, არა? :) მოკლედ, დღეს ის დღე იყო, როდესაც არ მქონდა თან და სწორედ დღეს დამჭირდა თანაც უსერიოზულესად. ასე რომ რჩევა: არასოდეს, არასოდეს არ იფიქროთ, რომ დღეს ფული არ დაგჭირდებათ. ეს არის გამორიცხული ამბავი. თუ გეხარჯებათ როდესაც ჯიბეშია, შეეცადეთ დიდ კუპიურად დაახურდავოთ და ასე უკვე მისი დაშლა დაგეზარებათ.
დაბოლოს: თუკი თქვენს გვერდით 1 ზე მეტი მდედრია (იგულისხმება ნეიტრალური კავშირის), აუცილებლად და ყოველ მიზეზ გარეშე გადაამოწმეთ მიგიწვდებათ თუ არა ხელი იმ თანხაზე რეალურად, რაც გგონიათ რომ მიგიწვდებათ. საქმე იმაშია რომ დავპატიჟე ადამიანები და აღმოჩნდა რომ დამვიწყებია, რომ ფული სხვას მივეცი და უაღრესად უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი.
ა, ხო, ზარმაცებისთვის ვწერდი: რაღაც კითხულობთ, მორჩა პოსტი. წადით პიანინოზე დაუკარით, შენ კიდე უკან რომ ხარ, წადი ვიოლინოზე დაუკარი.. და მოიხსენით ეგ ოხერი ზარები და დაწერეთ რამე კომენტარი.

5 comments:

Nicole said...

რას ამბობ, წინა კომენტზე ხომ სხაპასხუპით მიპასუხე! :)

Anonymous said...

iumoris saocari nichi gaqvs :D

nino said...

ra cudi situaciaa :/
sheukikine xolme ese tore aravin wers komentars

გურამი said...

ნიკოლ, მეილს რათ არა კითხულობ, რათა? :)

Nicole said...

უიიიიიიიი, ახლა წავიკითხავ! ხანდახან მეც მავიწყდება ხოლმე რაღაცები! :)