ორი კვირის წინ ვნახე მწვანეთვალება. ვიარეთ ზოოპარკში, ქართლის დედაზე, მეტეხზეც. მერე ორ ლულაშიც მივიღეთ კალორიები და უკვე იქიდან წამოსულმა აღმოვაჩინე რომ რატომღაც დამეკარგა მეგობარი.
გუშინწინ ვიფიქრე ჩემი "სმიტის" ხელის მოსაკიდი გავამაგრო თქო (ყანყალებდა), ამისათვის მომიხდა მთლიანი ავტომატის დაშლა, ამ დაშლის პროცესის გადაღება და მერე აწყობა. ყველაფერი რიგზე იყო და უცებ აღმოვაჩინე, რომ დამეკარგა ჭანჭიკი, რომელიც ამ ხელის მოსაჭიდს ამაგრებდა.
დღეს დილით სამუშაოზე წასასვლელად რომ ვემზადებოდი და საჭირო საგნებს ვიმარაგებდი (მობილური, გასაღებები..), ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე რომ დამეკარგა ბეჯი, ანუ სადაც სახელი და გვარი წერია ხოლმე.
სამუშაოზე მისვლისას მე პირველი მისული გამოვდექი, შესაბამისად კარებიც არ იყო ღია და ამიტომ მოცდა დავიწყე. ამ დროს დავინახე რომ მოდის ოქროსდალალებიანი და რიჟრაჟისფერთვალება გოგო. ახლოს რომ მოვიდა და მივხვდი, სალაპარაკო არაფერი გვქონდა, შესაბამისად აღმოვაჩინე რომ დავკარგე ადამიანი, რომელიც შეიძლება არც იყო, მაგრამ მაინც შეიძლება რაღაც პონტში ყოფილიყო, მეგობარი გოგონა და/ან ამის კანდიდატი.
და რაც მთავარია, ამ ამბების დამაგვირგვინებებლი: დღეს წვიმდა. ამიტომ დასველებასაწინააღმდეგო ფორმით ვიყავი სამუშაოზე. დილით წავედი, მოვედი ჩვეულებრივ, ასევე ჩვეულებრივ წავედი შესვენებიდან და უკვე საღამოს, ანუ ახლა, როდესაც საკიდიდან ტანსაცმელი ჩამოვიღე და უნდა სახლში წამოვსულიყავი, აღმოვაჩინე რომ გაქრა და დამეკარგა ჩემი შლაპა!
სიმართლე გითხრათ შლაპომანიამ გამიარა. მარა რათა? ვინ წაიღო, რა ჭირად უნდოდა, მაგათი ბავშვი ვარ მე? როგორც წესი ამ დროს მამრები კარგის ჯენიფერ ლოპესებს აგინებენ ხოლმე იმათ, ვინც წაიღო და არ თქვა. ან კეთილებს უხსენებენ ხოლმე აუგად. არ საინფორმაციო ღრუზე აპირებენ ორალურ ლაშქრობას. ან გამზრდელსა და შინაურ ცხოველებს ერთმენეთში ურევენ. ნუ, მე მეწყინა, მოდი ახლა რეალურად ვთქვათ, რომ მეწყინა ხო? მითხარი შე ოჯახ აშენებულო და იქნებ თვითონ გაძლევ, არა? ხოდა ამიტომ მინდა ვუსურვო იმ ადამიანს, მსგავის ხუმრობის თუ რაც ქვია ამას, ამაზე მეტის მოფიქრებაზე მეტად განვითარება არ ეღირსოს სანამ არ დამიბრუნებს ჩემს შლაპას.
1 comment:
ლანძღვის შენიღბვა მომეწონა –))
ეჰ.. მესმის შენი. მეც ვეჩნად რაღაცეები მეკარგება :|
Post a Comment