აჰა, ეს კარგი საქმეც გავაკეთე. ახლა მივხედოთ გახმოვანებას. ვიცი რომ ყველას მოშნად გკიდიათ რას ვაკეთებ ახლა მე, ამიტომ დავწერ რომ "ჩანაწერი ჟურნალისათვის"
როგორ მოგწონთ ჩემი ახალი ლოგო? აქ DJ წერია. სტალკერი რომ ქართულად ითარგმნა, ქე იცით. ახლა კი გადავწყვიტე რომ გაწყდეს სადაც წვრილია და გავახმოვანო კიდეც ქართულად. ეს იმდენად არის რთული საქმე, რამდენადაც არც ერთი კონვენტორის მიერ კონვერტირებულ ფაილს არ იღებს ეს ოხერი პროგრამა. ახლა ავხსნი რა ხდება.
სტალკერი აღითქვავს ხმის ფაილებად OGG ფაილებს. ძალიან კარგი ფალებია, როგორც ჩანს კომპრესია საკაიფო აქვს და ზუსტად ხმისთვისაა ზედგამოჭრილი. მუსიკებს ამით ვერ მოუსმენ, ფარჩაკი ხმაა. მეც ავდექი, მამაპაპური ვინდოუსის საუნდ რეკორდერით ჩავწერე ძია ისიდორეს ხმა "ვაა, მუჩო რექ, ჯიმა?" და დავაკონვერტირე 4 (ოთხი) პროგრამით (BPS Audio ConverterPro, blazemp, amc1 და OJOsoft Total Video Converter) ეს ოხერი Wav ფაილი OGG ად. მარა ისეთი გაურკვეველი აღმოჩნდა ეს ამბავი სტალკერისათვის, რომ ძია ისიდორემაც კი მოხია თავისი ადგილიდან, საიდანაც არასოდეს გასულა.
ამიტომ, სტალკერის ფანებო, ვინც იცით ჩემი დევიზი (რაბოტაიუ კაკ პლაწიატ), როგორც ჩანს ქართული გახმოვანება დაიგვიანებს. არადა ფორუმზე გამოჩნდა ხალხი, ვინც ამბობს, რომ დამეხმარება ამ საქმეში. (იქედან 10 % თუა საქმის ბოლომდე მიმყვანი, მარა მაინც) მე კიდევ ვცდი სხვადასხვა კომბინაციებით, ეგება გამოვიდეს რამე. არადა მახსოვს, ბარმენი მშვენივრად მეტყველებდა ქართულად, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგავდი გახმოვანებაში. ახლა რა ეშმაკი ეტაკათ, ამ კითხვაზე რა პასუხი გაგცეთ, ხ[ტუუუ] ევო ზნაეტ.
ა, მართლა, ორი ამბავია კიდევ:
1. მეტრო 2033 ის მესამე თავიც ვთარგმნე და მინდა გითხრათ, რომ ახლა იწყება არ დავიწყება. :) ეს შესანიშნავი სამეცნიერო ფანტასტიკა შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე http://www.story.ge/ - ზე (მადლობა ნიკოლს ადგილის გამოყოფისათვის)
2. ვარ სრულიად თავისუფალი და ვეძებ ე.წ. მეგობარ გოგონას. ჩემი პლუსებია: ზრდილობა, იდეურობა, რომანტიკოსობა. ჩემი მინუსებია: მომჭირნეობა, უყურადღებობა, გაუბედავობა. ბონუსი: მიყვარს ექსტრიმი და არ მიყვარს ფეხბურთი.
1 comment:
გარტყმაში არ ვარ მაგ საქმეების თორე, დიდი სიამოვნებით მოგეხმარებოდი...
Post a Comment