Tuesday, June 15, 2010

ზეკარი და ქვიშის ქარი

გამარჯობა. დღეს თემა გაიხსნა ფორუმზე ყაზბეგის ახალ ლუდზე "ზეკარზე" და მეც გადავწყვიტე გამევლო, მეყიდა დაჩემი აზრები დამეწერა ამ პროდუქტის შესახებ. დავიწყოთ იქიდან, რომ ყიდვა რომ დავაპირე, უახლოეს მაღაზიაში არ ქონდათ. გავიარე ორი.. სამი.. ხუთი მაღაზია. მეექვსეში მითხრეს გაგვითავდაო. ჰმ - გავიფიქრე - ჩანს მოთხოვნა არის. მეათეშიც ასევე გაიმეორეს რომ გაუთავდათ და სანაცვლოდ ბალტიკა შემომთავაზეს.. ამასობაში შევამჩნიე, რომ ჩემს გარშემო ქვიშის ბუღი დგას.

და ხალხი ცდილობს თავი შეაფაროს სადმე, რომ ეს ქვიშა თვალებში არ ჩაეყაროთ. მე კი ამ დროს კაცობრიობის გულისათვის ნახევარი ქალაქი მაქვს გავლილი და წამლად ერთი ბოთლიც კი ვერ ვნახე ამ ლუდის. საბოლოოდ ხელის ჩაქნევას რომ ვაპირებდი მე-16 თუ მე-17 მაღაზიაში აღმოჩნდა ნანატრი სასმელი, მოვაყოლე ჩიფსიც, გამოვედი გარეთ და ვხედავ ასეთ კადრს
 

აი ახლაც კი ისეთი ქარი ქრის გარეთ, რომ რამის ხეები წაიღოს და სადღაც 20 მეტრში არაფერი ჩანს. ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ გორში ქვიშის ქარბუქი არასოდეს მინახავს.
თუმცა დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს. სახლში მოსულმა და პირდაბანილმა (იმიტომ რომ სულ ქვიშიანი გახლდით), სათუთად ამოვიღე ბოთლი ცელოფნიდან და მაგიდაზე დავდე.

მაშ ასე, პირველი შთაბეჭდილებები: ნორმალური ლუდის ბოთლი ყაზბეგისათვის დამახასიათებელი მუქი ტონებით, ლამაზი წარზერით "ზეკარი" და ბოთლზე გამოსახული გვირგვინებით. გარეგნულ იერთი 2 ქულა. სახურავი არ ეხდება არც დატრიალებით, როგორც ნატახტარი "ქარვას" და არც რგოლით, როგორც ლუდს "თბილისური". საჭიროა გასახსნელი, რისთვისაც ვუწერ -1 ქულას. ლუდი არაა მობილური და უცბად ვერ გახსნი. ღირდა ეს სიკეთე 1.5 ლარი, რაც ნორმალური ფასია იგივე ნატახტარი ექსტრასთან შედარებით, რომელიც 1.8 ლარი ღირდა (თუმცა თუნუქის ქილა)

არის საკმაოდ გაზიანი, ასე რომ ძალიან მალე ქაფდება. აქვს ყაზბეგის ლუდებისათვის დამახასიათებელი მომწარო გემო, არის ოდნავ ნაკლებად გრადუსიანი, ვიდრე იგივე "ყაზბეგი" თუმცა ნატახტარი ქარვასთან შედარებით საკმაო გრადუსი აქვს. ისმევა გემრიელად და არის დროის სატარებელი ლუდი. ერთი ბოთლი დავლიე და არ დავთვერი, ოდნავ შემაბჟუილა მარტო, რის საფუძველზეც ვამბობ, რომ ასეთს კიდევ 5 ცალს დავლევ სანამ ყელში ამოვა.
საერთო შეფასება: 7/10. ქულები დააკლდა არაპრაქტიკული გასახსნელის, მომწარო გემოს და ფარჩაკი რეკლამის გამო. ჩემი აზრით ნატახტარის რბილ ლუდებს მაინც ვერაფერი შეედრება.

2 comments:

vasasi said...

მე ნატახტარი მიყვარს..

ერთხელ მაქვს ყაზბეგი გასინჯული და მემწარა..

აი, მაგას რომ მივხვდი, ვიგრძენი, როგორ გამაუზრდელეს მეგობრებმა.. :დ

Anonymous said...

ბოთლს კასტელი რომ აწერია ვერ ვხედავთ ? :)))