Sunday, June 20, 2010

თმები ჩანგალზე

სინდისმა შემაწუხა და ვწერ. :) მისკუზზი, სინიორი.

მოკლედ, ტრადიციულად დავიწყოთ ბოლოდან. ფეისბუქის ფერმა ყველამ იცის. ეკონომიკური სტრატეგია ტოლი სიმულატორი.. მოკლედ, გადარეულია ხალხი. ამას წინათ ძმაკაცებმა გადავწყიტეთ გოგოები დაგვეპატიჟა. ხოდა ჯერ სანამ მოვიყვანდით ერთი "ფერმერი" მთელ ჰექტარ მიწას ვიღაც საცოდავ თავგასიებულ კაცს ამარგვლინებდა. იმ საცოდავმა რომ გამარგლა, ამას თურმე ტრაქტორი ყოლია და ამ ტრაქტორით დათესა.. მოკლედ, სიმართლე გითხრა არ გადავირიე. თუმცა ასევე არ გადავირიე თავის დროზე "კაზაკებზე", მარა მერე დამევასა ეს თამაში. საქმე იმაშია, რომ "ადნაკლასნიკებს"-აც აქვს "მხიარული ფერმა", რომელიც არ მევასება.. მარა აი მეორე თამაშიც ყოფილა, იგივე ეკონომიკური სტრატეგია რეალურ დროში (RTES - მაგარი აბრევიატურაა), ქვია "კუნძული". ხოდა ვუზივარ და ამ საცოდავ ჯვებეებს ვუშენებ სახლებს, კაფეებს, გზებს.. ნახეთ, ეს სოლიდურად ჩაცმული ჯვებე ალბათ მე ვარ. :)
ხო, მეორე საკითხი ისაა, რომ დღეს დილით მე და ბიძაშვილი (გიტარაზე რომ უკრავს), 8 საათზე ავდექით და გავირბინ-გამოვირბინეთ ი.ბ. სტალინის სახელობის გორის კულტურისა და დასვენების პარკში (ასე ქვია სრულად), ე.წ. "ახალბაღში" (ასე ეძახიან ხალხში). დავადგინეთ რომ მაგარი ფორმიდან გადასული ვარ და ერთი წრეც ვერ გავირბინე (არადა მე-10 კლასში მახსოვს რომ გავირბინე). ასევე დავადგინეთ რომ 8 საათი გვიანის და უფრო ადრე უნდა ავდგეთ რომ არ დაგვცხეს. დაბოლოს, ტრეისერები იმდენი ყოფილან გორში, რომ გამიკვირდა ასე უცებ საიდან გაჩნდნენ. :)

ეე.. გორის ციხეზე დავპატიჟე ოქროსფერდალალებიანი (არაა ნამყოფი) და ცურვაზე წავიდა. თუ ვინმე ლოგიკას ნახავთ, მეც ამიხსენით რამე. :) ა, შემდეგი საკითხია მე. ანუ ამ სურათზე მოცემულია ნორმალური და ყოველდღიური მე.
ნუ, ცოტა დაქლიავებული სახე მაქვს, 2 საათი ვიდექი აქ და ველოდებოდი. თან ლუდი დავლიე ამ 2 საათის გასაყვანად რამდენიც დაჭირდა და ე.წ. საელჩო ანუ ტუალეტი არსად იყო 3 კილომეტრის რადიუსში. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს. ამ 2 საათის მერე მე გახდა ასეთი.
ჰასტა ლა ვისტა, ბეიბე.. კი არა და, მაინც დაგიჭერ, ფანტომას!!! :) ცხელა ვა! დღეისათვის სულ ეს იყო. ამას წინათ მწვანეთვალებამ მითხრა რომ რანაირი ბლოგი გაქვს, ვერ გაიგებ რაზე წერო. ვურჩევ ყველას, ვინც ვერ იგებს რაზე ვწერ, შეხედოს ბლოგის სათაურს "მაღალი რადიაქტივობის ზონა" - ეს მუტანტი ბლოგია. აქ დიდხანს გაჩერება სახიფათოა.

3 comments:

siyvarulovna said...

ნუ ხო ცოტა ძნელი გასაგებია რაზე წერ :D სად ევრო ტური მასაჟი და სად ოქროსფერდალალებიანი :D

nino said...

მე მესმის შენი არეულ-დარეული ;)

გურამი said...

siyvarulovna - თამო, არადა მეგონა თემებად ვალაგებ თქო და გასაგებია თქო. ერთი ისაა რომ უკნიდან მოვყები. :)

ნინო - შენ ყველაზე საყვარელი ხარ. :*