Wednesday, June 30, 2010

ფუნდამენტიც კაცო?

ნუ კაი, სტალინის ძეგლი მოაძრეს, კონკურსიც გამოაცხადეს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის დიზაინზე, ჩაგვთვალეს რომ რა სლე ნაროდიც ვართ, იმის შეხსენებას ვიმსახურებთ და დაგვიკიდეს. ჯააანდაბას, გავატარებთ. ნუ, მერე რა მოხდა, აიღეს, წაიღეს, სხვაგან დადგეს. არც არაფერი მოგვემატა და არც არაფერი დაგვაკლდა თუ თავმოყვარეობას არ ჩავთვლით. მაგრამ დღეს გავიხედოთ და ძალიან საეჭვოდ დგანან რამდენიმე კაცი ძეგლის ფუნდამენტთან. აი, კვარცხლბეგი თუ რა ქვია ამას..

- გამარჯობა. სულ უნდა დაშალოთ?
- დიახ, უფროსო.
- და რამდენი ხანი მოუნდებით?
- (თვალით შეაფასა) სადღაც ერთი თვე.

ესაა ოთხ საათში მოსწრებული საქმე. ოო, ნაგებობა მართლაც რომ მკვრივია. დიდხანს ეჩალიჩნენ რომ პირველი ნატეხი მოეშორებინათ. თუმცა აღარაა სოსო, გამვლელ-გამომვლელს კიდია.. ერთი ამბობს "დაშალონ, მოვუ^%$^ნ კარგის ტ^%#კი"-ო. მეორე ამბობს "აბა ამის ღირსები ვიყავით"-ო.. მარა რას ვიზამთ, ოდეს ღვთიურსა ზრუნვასა მეფის (ანუ ჩვენი მთავრობის), გონება ყმათა (ანუ ჩვენი) ვერა მიჰხვდების..

რას ვგრძნობ? უსუსურობას.. გუშინ ისეთი სეტყვა იყო გორის რაიონის ზოგიერთ სოფელში, გლდანი რა მოსატანია იმასთან. დედა არ ყავს აღარაფერს. არც ვაზი დარჩა მთელი და არც ატამი.. ხალხი იდგა და ტიროდა. უსუსურობა.. აბა, რა უნდა ქნა? აი მეც ასეთი გრძნობა მაქვს. თან იმაზე ვიბოღმები, გადამეღო ტრეისერები რომ ვარჯიშობდნენ ამ ფუნდამენტზე, რა მოხდებოდა.. ხომ დამრჩებოდა ბოლო კადრი. თან რა კადრი! პლუს ვფიქრობ: ბჯოუ, ეს გრანიტი, რითაც მოპირკეთებულია, რომ გაყიდონ (ძველიაო), პლუს რომ დაშლი, ახალი ხომ უნდა ააშენო არა? აბა ის მემორიალი რაზე უნდა დაიდგას? ხოდა მშენებლობაში კაი ფული იშოვება, ყველამ იცის.. მოკლედ, მაგარ საგონებელში ვარ რა..

4 comments:

vasasi said...

ვერ არიან ესენი რა..

ერთი სული მაქვს, კვირა როდის მოვა, რომ ვნახო რა ხდება ცენტრში..

გურამი said...

რომ ჩამოხვალ, გამაგებინე და ჭონას ვეტყვი და დავჯდეთ და ზეკარი ავითვისოთ. პლუს გავისაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთ.. კი არა და, შენს ბათუმურ ვოიაჟზე. :)

Anonymous said...

ver xar raa, meti safiqrali ar gaqvs

გურამი said...

ნუ, რას ვიზავთ, ადამიანი იმიტომაა ადამიანი რომ ასეთ რამეებზეც ფიქრობს.