Monday, April 13, 2009

ბლოგი ბლოგიაო და..

რატომ გავაკეთე ბლოგი და საერთოდ რას ვფიქრობ ბლოგზე, ამის თაობაზე მოგიყვებით აქ. * რატომ გავაკეთე ბლოგი. მოკლედ, არსებობს ასეთი ადამიანი დუნიაზე, რომელსაც ძალიან უყვარს გართობა, ხტუნვა, ცეკვა, მეზობლებზე ნერვების შლა, ძაღლი და რაც მთავარია, ბლოგაობა. სიმართლე გითხრათ, ბლოგების დიდი არ მწამდა სანამ მაგის ბლოგს ვნახავდი. მას კი იმდენი გრძნობა, ემოცია და ცრემლნარევი იუმორი აქვს თავის ბლოგზე, მეც ამტეხა საწერად და აი, ვზივარ და ვწერ. ლაპარაკია ნინო ჭონიშვილზე, aka Bazzilio იხილეთ მისი ბლოგი. http://www.bazzilio.blogspot.com/ და დამერწმუნეთ, არ მოიწყენთ. ცრემლებამდე სევდიან ამბებს მოყვება ცრემლებამდე სასაცილო ისტორიები, აზრები და ფრაზები. ნინო, მაგარი ადამიანი ხარ. ზომა წონაზე კი არ დაობენ იცოდე. ;) * რას ვფიქრობ ბლოგზე და მათზე, ვინც ბლოგს გვთავაზობს (ანუ იგივე ბლოგსპოტზე). ძალიან საეჭვო ქმედებაა ჩემი აზრით მოგცენ ვებსპეისი და წერო რაღაცა უაზრობები და ის კი არა და ატვირთო სერვერზე. ამავე დროს 8 გიგაბაიტი ადგილი გაქვს, აქაჩე რაც გინდა.. საეჭვია. მე მაგალიტად, პირველი ვებ სპეისი რომ მომცა ჯორჯიან ონლაინმა - 3 მეგაბაიტი - 10 ლარიანი ბარათი ვიყიდე. ერთი ჯიგრული პონტი კი იყო: რაც გინდა გექნა იმ 3 მეგაბაიტში, თუ გინდა მონაცემთა ბაზა გაგემართა თუ დატევდი. :) ჩემი მოკრძალებული აზრით, მგონია რომ ვიღაც ადამიანის ფსიქიკას იკვლევს და რაღაც მისთვის საჭირო ინფორმაციას ეძებს ბლოგზე. ვიდეობლოგი ხომ საერთოდ გაუგებარია, რატომ აძლევენ უზარმაზარ ადგილს ხშირად მართლა უაზრო ვიდეოების ასაქაჩად. * პოსკრიპტუმის ნაცვლად: როგორც ხედავთ, გავითვალისწინე ყვავას რჩევა და შავით ვწერ თეთრზე. იმიტომ რომ In Yvava We Trust. ვინაა ყვავა? იხილეთ: http://www.bigcrow.wordpress.com/ http://www.youtube.com/watch?v=J25BGlIGITc http://www.youtube.com/watch?v=bhjQ9Z-SQos http://www.youtube.com/watch?v=K_pDJBiCooY http://www.youtube.com/watch?v=e0hWW6x1AlU და ასე შემდეგ.

1 comment:

nino said...

imedia postis dasacyisi tavshi ar amivardeba :) :) :)
kidev ertxel carmatebebiiiiiiiiiiiiiiiii