Wednesday, March 17, 2010

სუბსიდანტი და იღბალი

დიდი ხანია "გართობის" ტაგით არაფერი დამიწერია, მაგრამ ეს ამბავი იმ მომენტში მართლაც სასაცილო იყო. ახლა არ ვიცი როგორ მიიღებთ.

მოკლედ, ვაწერინებ ხელს კლინეტს და თავდებს ხელშეკრულებაზე.
კლიენტი: - ნუნუ, ნახე ჩემმა შვილმა ფული მომცა ლოტო იყიდეო - სამ ბილეთს აჩვენებს - თუ მოვიგე, მეორე დღესვე დავფარავ ამ სესხს - ასეთი ფრაზა ათასჯერ გამიგია.
ნუნუ (თავდები): - აი ჩემი მამამთილია ძალიან იღბალა. სამი ტელევიზორი მოიგო და ოთხი ველოსიპედი საბჭოთა დროს. ახლა ვეუბნები, წადი დიმიტრიჩ, იყიდე ლოტო, იქნება და ჯეკპოტს იგებო.
მე: - გუშინ მამაჩემმა იყიდა მასე 10 ლარად ლოტოს 5 ბილეთი. ხოდა ორი რიცხვი დაემთხვა მარტო. რამის გაგიჟდა კაცი. (ვიღიმებით)
თამარი (მსესხებლის მეგობარი) - ეჰ, იღბალი უნდა ყველაფერს.. (ამოიოხრა) აბა მე ვინ მომცა მაგის იღბალი.. (ცოტა ხანი იფიქრა) ისეთი უიღბლო ვარ, თავდებადაც არ გამოვდექი, ვერ ხედავთ?
(გრძელი და გულიანი სიცილი. ვიცინით ყველა, მე, კლიენტი, თავდები და მსესხებლის მეგობარიც)

ისტორიის დასასრული.

პ.ს. საკაიფო ბლოგი ვიპოვე თამაშებზე. Jump and Fall.

1 comment:

Anonymous said...

Vaginal spotting, but less chronic low Nerve Pain
or Sciatica. Now before you know how difficult your daily diet which upsets the chemical that
adheres easily to gain FDA approval in 2012. Disclaimer: This article provides 12 exercises you can use decompression therapy where you need.

Sciatica is diagnosed through the back and neck. Prolonged sitting or standing correctly that
is compressing the nerve root.

My web site; back pain Doctor Brusett
Here is my web site ... back pain doctor Brusett