Wednesday, May 27, 2009
პოლიტიკა - ქალაქის სიყვარული
Tuesday, May 26, 2009
დავეწიოთ და გავუსწროთ კატას!
I'm Back!
Sunday, May 24, 2009
ისევ ინტერნეტკაფეში
Thursday, May 21, 2009
კომპი აჩმახებს
Sunday, May 17, 2009
The ქერტლ
დავწერ!!!
Saturday, May 16, 2009
ვვარჯიშობ
Thursday, May 14, 2009
იძებნებიან

Wednesday, May 13, 2009
მე, მენდელეევი, სიზმარი და ილარიონი
Tuesday, May 12, 2009
მაგიდაი
"დალნაბოიშიკ"
ვარიაციები "ანჩხლის" თემაზე
Sunday, May 10, 2009
რა ლამააზიი დღეააა..
3. სუნამო - მადლობა მეგობრებს.
და რაც მთავარია, თავადის ქალმა გვანცამ (გვარი აქვს თავადის) დღეს მისთვის ამ ბოლო დროს გადანაჩვევად თბილად მომილოცა და ჩემი თხოვნა, ამ პოსტის ქვემოთ მოყვანილი ლექსი გამოეგზავნა, მალევე შეასრულა.
ჩემდა გასაოცრად გავახსენდი მელანოსაც. ოო, მელანოოო, კიდევ.. კიდევ ეწევი პაპიროსსსსაააა? მელანოს ყელში აქვს ეს ფრაზა ამოსული. თუმცა არ იშურებს ღიმილებს და კეთილ სურვილებს.
გამიხსენა სოფომაც. მეგონა რომ დამივიწყა ან რამე მსგავსი.. თუმცა, როგორც ავღნიშნე, იმედი უაზრო თვისებაა ადამიანში. არ ვიცი მეწყინოს თუ არა, მაგრამ არ გავახსენდი არც პირველ ლოვეს და არც მის დას. ეტყობა რაღაცა არსებობს. ნუ ი პუსწ.
ჩემი თანამშრომელიბის პროგრესულმა ნაწილმა მომილოცა, დაჟე უფროსმაც კი მომილოცა. რაც ძალიან, ძალიან სასიამოვნო იყო. რა მიხაროდა არ ვიცი. ალბათ ესეც თავისებური უაზრო გრძნობათაგან ერთ-ერთია. ან საჭიროა რომ ასე ყოფილიყო.
არა, რა მთვრალი.. 2 ასეთი დავლიეთ მარტო. არ მიყვარს ლოთაობა. სამაგიეროდ გამოიკვეთა ორი ფრაზა, რომელიც გულში მომხვდა. ერთია - "სახლშიც თუ ასე ჭამ, საღოლ შენო" და "მთავრობა რა შუაშია უბანში რომ არ ჩანხარო" ვეცდები ორივე გამოვასწორო. ხვალე დილით ვირბინოთო. ჰო, სირბილი კარგია. მაგრამ დილით გაღვიძებისა კი რა გითხრათ.
ეროტიკული ლექსი
24 წლის..
ველოსიპედი
Friday, May 8, 2009
კრახი
სად წავიდა ჩემი ქართული ტექსტი? რატომ ვერ კითხულობს?

ხოდა გადავწყვიტე წამეშალა სტალკერი და თავიდან დამეყენებინა. შემემოწმებინა, ტავიდანვე რუსული სახლები თუ არა. რაღაცა დირექტიქსისი ერორი კი ამოაგდო, მაგრამ თამაში დადგა და გაეშვა. სახელები, როგორც მახსოვდა, იყო ინგლისურად, Marked one. და არა "მეჩანნი" - რუსულად. მერე ავდექი და უკვე ნათარგმნი ქართული ტექსტი ჩავაგდე. რად გინდა - მაინც Marked one წერია. თუმცა დილაოგები ქართულია. ცოტა ვიჩალიჩე და მერე ვიფიქრე, აბა შრიფტების ფაილებსაც ჩავაგდებ თქო.. ასე წესით ასოები უნდა ქართული გამხდარიყო. მაგრამ, როგორც ზემოთ სურათში ხედავთ, ისევ ინგლისურია, ამის დედაც!
ააააააააააააააა! რა ჯანდაბააა! რა დოზანა ეტაკა? ამისთვის ვშრომობდი? ამისთვის დავითხარე თვალები? ეს არ იყო ჩემი მიზანი! რა ჭირი სჭირს, რა დოზანააა?! ბლიააააააად!!
ვსო ბუძეტ, გურამ, ვსო სძელაემ. ახლა დაწყნარდი.. აბა იმაზე იფიქრე, ამდენი რომ წაიკითხა და მაინც რომ ვერაფერი გაიგო, შენს ბლოგს რომ კითხულობს, იმაზე იფიქრე, ის ალბათ უარეს დღეშია ახლა. ვსო ბუძეტ, გურამ..
კოცნის მეცნიერება
Thursday, May 7, 2009
ლექსიკონი - ა
- აა! - გაურკვეველი დანუშნულების წამოძახილი, რომელიც ერთდროულად შეიძლება ნიშნავდეს რომ მოსაუბრემ ვერაფერი გაიგო, რომ რამე ეტკინა და რომ ესმის თქვენი.. არაფერიც არ ესმის! შესანიშნავად ესმის.
- აბა? - კითხვა, რომელიც ნიშნავს სად არისო. ამ კითხვაზე პასუხია "ენდე!"
- ამერიკა - ადგილი, სადაც საბჭოთა დროს იმას ისროდნენ, ვინც აბრაზებდა (დავხცო, გავისროლო ამერიკაში) ახლა კი თავისით გარბიან მანდეთ.
- ალამი - საგანი, რომელიც გამოიყენება მიტინგებზე საწინააღმდეგო აზრის გამომთქმელთათვის სწორი ნაწლავის გამოსაწმენდად. (იხ. დროშა)
- ანჩხლი - საკალელი. :*
- ალიგატორი - ავრცელებული აზრით, ესაა გოგოების ის კატეოგრია, რომელიც ამა-თუ-იმ სუბიექტს არ მოსდის თვალში. უფრო ხშირად გამოყენებადი სიტყვა ამ დროს არის ნიანგი (იხ. ნიანგი) ჟარნოგში "კრაკადილი"
- არმია - ხალხის დაჯგუფება, ვინც ახორციელებს ჩვენს დაცვას უცხო აგრესორებისაგან. ასევე ხალხი, ვინც იღებს იმდენ კრედიტს, რომ მერე ვეღარ იხდის და/ან სახლში ვერაფერი მიაქვს.
- არმენა - სომეხი კაცის სახელი
- არნოლდა - ებრაელი კაცის სახელი
- არისტოფანა - მხატვარი კაცის სახელი
- აეროპორტი - შენობა, რომელიც განკუთვნილია თვითმფრინავების მიღება-გაშვებისათვის. ასევე მეტეოროლოგიური პირობების (ქარი, წვიმა) შესასწავლად.
- არმანი - ის, ვინც ძორძოა
- ამინდი - ბუნების მოვლენა, რომელიც გამოიყენება ხასიათის გასაფუჭებლად (თუ ამინდი ცუდია) ან მიტინგების გასამართად (თუ ამინდი კარგია).
- არმაგედონი - ის, რაც ორჯერ უნდა მოსულიყო წესით დღემდე, (1000 წელს, 2000 წელს), მაგრამ ეტყობა მესამე და სამართალს ელოდება ან ტრანსპორტმა გაასწრო ან გადაიფიქრა საერთოდ წამოსვლა (ვის უნდა არეულ ქვეყანაში ჩამოსვლა პრინციპში)
- ალინანო - სხვაზე გემრიელი ლიმონათი, 5 თეთრით ძვირი ოღონდ.
- არაყი - ფორუმელთა სასმელი.
- ალაჰი - ის ვისაც აკბარს ეუბნებიან
- აკბარი - ის რასაც ალაჰს ეუბნებიან
- ატომი - ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც შეიცავს ყველა ელემენტი და მისი გაშიშვლებით ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებ.
- ალგოლითმი - წესების ერთობლიობა, რომლელტა მიმდევრობით შესრულებასაც მივყევართ სასურველ შედეგამდე და რაც არ იციან ჩვენმა პოლიტიკოსებმა.
- ალიტერაცია - აზრზე რომ არავინაა რა არის, ის.
- ავტობუსი - ადგილი, სადაც იკრიბება ხალხი და ან არის ჩუმად (ეს იდეალური შემთხვევა) ან ლაპარაკობს ტელეფონზე ან მსჯელობს პოლიტიკაზე ან ცარიელია.
გაგრძელება იქნება.
Wednesday, May 6, 2009
რაღაცნაირი გრძნობა..
იშშ!!!
სტალკერის შრიფტების ძირითადი ნაწილი გადაქართულებულია!!! ანუ 800 წერტილზე თუ გინდა, ახლავე შეგიძლია ითამაშო სტალკერი ქართულად. მართალია შრიფტი მეტად განიერი და ზორბა გამოვიდა, მართალია ორიგინალ ტექსტებთან შედარებით უამრავი ფრაზა გამოვტოვე ადგილის ეკონომიის მიზნით, მართალია ზოგიერთი სიტყვა ისეთი უაზრო ნათარგმნია, რომ ვერ გაიგებ რა ხდება, მართალია რომ ამ მომენტში არც ერთი რუსული ასო აღარაა შრიფტში (რის გამოც არც ერთი სახელი არ ჩანს).. მაგრამ ეს უკვე ქართული სტალკერია. აი ამისთვის ვიდექით იმ წვიმაში!
ამას წინად ვმსჯელობდით ოცნებასა და მის რაობაზე. ხოდა ასეთი აზრი დაფიქსირდა: ოცნება და მიზანი რით განსხვავდება ერთმანეთისგან და რა აზრი აქვს ოცნებას, როცა სრულდება, სიცარიელე რჩებაო. აი ამხანაგებო, ამ კითხვის პასუხი: მე არ ვთვლი, რომ როდესაც ჩემი მიზანი ოცნებად ვაქციე და შემდეგ ავასრულე, უმისობით გამოწვეული არე ცარიელია. პირიქით, ეს არე, რომელსაც უკვე ქართული სტალკერი ქვია, უფრო წინ მიბიძგებს. შემდეგი გაჩერება იქნება ყველა შრიფტის გადაქართულება და მერე უკვე დაგვირგვინება: ხმების თარგმნაც!!!
იშშშ, ამხანაგებო! იშშშ!!!
