
ხოდა იმას ვამბობდი, რომ იცით თუ არა რომ, ადამიანს ლუდის გარეშეც შეიძლება მოეფსას? @ კონგო. მარა ლუდით განსაკუთრებით ეფსმევა. ასე რომ თავგასიებულს ვუთხარი, ახლა მე საელჩოში წავალ თქო და წავედი ბუჩქებში. თავგასიებულს თურმე თავი პახმელიის გამო ქონია გასიებული, რა ვუთხარი საერთოდ ვერ გაიგო. ხოდა ამ ოხრებმა დაადეს თავი და წავიდნენ. მოვდივარ - სადაა ავტობუსი. აუუუუუუ! ნევრი ამეწეწაა, 3 თუ 4 ცალი ნერვი ამეწეწაა! სავარცხელც არ მქონდა რომ დამევარცხნა.. მოკლედ, მოვიდნენ და წამიყვანეს. აი ეგრე! ჩაიხუთნენ ავტობუსში თუ არა?! მწარე რომ ტკბილად მოგაგონდება, აი ეგ მომენტია რა.
ამ ჭიქით მახოს გაუმარჯოსო. ააბა ბუჩქი ბუჩქიი! მახოს რატომ ახლა. ჯერ ერთი რომ ვისაც წამოსვლა უნდოდა და ვერ წამოვიდა და მერე იმიტომ რომ დავთარსა - წვიმა მოვაო და პატარა წამოწვიმდა თუ არა, ეგრევე მახოს ვლოცავდით. :) არადა მშვენიერი ამინდი იყო ბორჯომამდე. ბორჯომისკენ რომ დაუშვააა! და წვიმის ჰაერი და არომატი რომ შემოვიდააა! და რომ გაილუმპა ლუკთან ვინც იჯდაა! იიშ, უნდა გენახათ!
მარა ეს წვიმის წვეთები რას გვიზავს, ჩემო კარგო, კრიზისმა ვერაფერი გვიყო. გაიხედე ფანჯარაში, ასეთი ბუნება, სიმწვანე, ჰაერი.. აი შენ შემოგევლე გრძნობები რომ გიჩნდება და გინდა გახვიდე, პირველივე შემხვედრს ჩაეხუტო, დაპატიჟო შენთან, მოდი შენი ჭირიმე, შენ შენი თქვი, ჩვენ ჩვენსას ვიტყვით, საქართველოს გაუმარჯოს და რუსებს რაააო?
ჰოოო.. ესეც ქვაბისხევის მონასტერთან მოვედით. აქედან ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალია. სამწუხაროდ არ ვარ მანდ ნამყოფი, მარა მაგის გარშემოც ეგეთი ხედებია, ეგეთი სილამაზეა.. უუფ.. არც ერთი სიტყვა არ აღწერს ამას. ეს უნდა იგრძნო ადამიანმა. მიწის სუნი რომ დგას, ნაძვების, მდინარის.. აი, პატაპუტა დამეთანხმება. მას ხომ არაერთხელ განუცდია ეს.









ანუ ეკა-ანახსუნამუნ-ანიკომ გადაწყვიტა რომ მიწაზე ჯდომა არ იყო მიზანშეწონილი, დაჯდა ქაღალდის რულონზე და აჰა, ასეთი სახით ახევს ქაღალდს ხელსახოცებისათვის. რომ უყურებ, გეგონება კი არ ხევს, არამედ სხვა მოქმედებას აკეთებს რაღაცასო. :) ამ მომენტიდან უკვე ელემენტები ხათრით იწყებენ მუშაობას. შევატყვე რომ ასეა, არ დამეზარა, გავედი 50 მეტრში (ბნელა) ტყესთან დაგებულ კარვებთან, ამოვიღე მე-2 კვარტეტი ელემენტები და.. დამჯდრები! ააააამის დედაააააააა! არადა შევამოწმე და ჩარითო გორში და მთის ჰაერმა აწყინა თუ მგზავრობამ.. :( მოკლედ, სერიოზულად გატეხა რა! :( მერე ძალიან შევეხვეწე და მონაცვლეობით იღებდნენ ხოლმე: ჯერ ერთი კვარტეტი გადაიღებდა 2 სურათს (უფრო ზუსტად გაძლებდა 10 წამი) მერე მეორე.

ერთად მოგიტან, დაგიწყობ თავთან..
ილია-ჩე და კოტე-ბეთხოვენას დუეტი "ბაბუაწვერები" მართლაც ჰიტი გახდება ნორმალურ სტუდიაში და შესაბამისი არანჟირებით რომ ჩაიწეროს. კლიპი ჩემზე იყოს, არაა პრობლემა. მოვიცლი მაგისთვისაც. :)
ჰეი, დონ ნო ჰიიი!
იფ იუ ვონთ თუ სთეი - ლი დაუნ ჰია ნაუ.
ღამის 2 საათამდე არ გაჩერდა ჩე და მისი გიტარა. იცოდა, არ იცოდა, დაუკრა და ახმაურა კლდე-ტყე. ამასობაში ნასმევ-საყლაპი ხალხი კოცონთან გადმოვიდა, გარშემო შემოუსხდა და წავიდა ისტორიების მოყოლა. აბა რა სურათები გადაიღეო, მთხოვეს გოგოებმა. უარის თქმა ისედაც არ გამომდის (ბეწვზე გადავრჩი გოგო რომ არ ვარ) და მათაც ვერ ვუთხარი. ხოდა ამ დამჯდარ ელემენტებს კიდევ უფრო გამოუყვანეს წირვა. როგორც იქნა წავედი მე კარავში დასაძინებლად. მგლები იცისო და აიხვეტა ხალხი ავტობუსში. ერთი დაპანიკდა კიდეც, ისაო, მგელი არ შემოვიდეს და 15 წუთიანი მორიგეობა დავაწესოთ, კარები გეჭიროთო. :) თუ კაცი ხარ, რა!




არა რა, იქ მინდა რა! როგორ შეიძლება არ იყო პოეტი, როდესაც გამოხვალ გარეთ და ასეთი სიფაქიზე, სილაღე, სიმწვანე.. აღმაფრენა დაგხვდება. თან ნაძვებია უმეტესობა და ზამთარ-ზაფხულ სიმწვანეა. იიიშ! ზამთარში რა ლამაზი იქნება მწვანე და თეთრი ჩადრი.. მაგრამ იცი, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მერე ისე მძაფრად აღარ აღითქვავ. ესაა მისი უბედურება, სიხარბე და გაუმაძღრობა. შევეშვათ ფილაფოსიას, დავუბრუნდეთ სილამაზეს.


ესეც გასართობი მწვანე მონასტრისაკენ გზაზე. ბოროტი უძლეველი ემა პასტავს მძინარე მზეთუნახავ გოგიტას. ასევე გაიპასტა აგრო თედი, იურისტი გელა და გაიპასტა ექსპრეს ზვიკი. სამწუხაროდ ვერ დაიძინა რომ გაგვეპასტა სალარო ქეთი. როგორც გოგიტამ თქვა, ამას რა გაპასტავს, ჭოტივით დაუჭყეტია თვალებიო. :)კილომეტრ-ნახევარი - 2 კილომეტრი სამოთხეში თუ მიდიხარ, ესე იგი მწვანე მონასტერიკენ ადგეხარ გზას. რაც არ უნდა ცხელოდეს, აქ მაინც გრილა. გარშემო ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები ერთმანეთს ენაცვლება. მიწის და საერთოდ, გარემოს სურნელი ნერვის ბოლოებზე გიღიტინებს, შენში იმ ძველ, მიძინებულ ქართველს აღვიძებს, მერე გეამაყება, მერე გენანება, მერე გიხარია.. იმდენი გრძნობა მოდის ერთად, რომ ბოლოს შეიძლება გამოექანო და რამდენიმე ნაბიჯიც გაირბინო კლდეზე. ეგეც შენი კედელზე სირბილის ხელოვნება. ეს ჩემია, ჩემი სამშობლოა, მე აქ დავიბადე! სხვა დანარჩენო ქვეყნებო, გშურდეთ და შემოგვნატროდეთ, აი ეგრე!
ხოდა ისა.. იქ ღვდელი იყო, რომელმაც მიგვიყვანა წყალთან, სადაც გვესაუბრა სიკეთეზე და ღვთის მოშიშობაზე. ძალიან მიყვარს ხოლმე ღვდლების საუბრის მოსმენა. თვითონაც რაღაცნაირები არიან, თითქოს მაშინვე შემოდიან შენს სულში და სითბო და სიმშვიდე შემოაქვთ. მერე საუბარიც ისეთი კეთილი და იმედიანი აქვთ..
აი ასე უნდა დაწვე, ერთი ყური მიწაზე გქონდეს რომ მისი ხმა გესმოდეს, მთელი სხეულით კი გრძნობდე ამ მადლიანს. ასე ვიწექი კაი ხანი. მერე რომ დავიტენე ენერგიით (რასაც ვერ იტყოდი ჩემ აპარატის საცოდავ ელემენტებზე) ავდექით და რამდენიმე კაცი წავედით იქვე მდებარე ოჯახურ რესტორანში. ასეთი რამის ნახვას კი არ ველოდი. ძალიან მაგარი რესტორანი, ასეთები გორშიც ახლახანს შემოვიდა. ქვაში გაკეთებული და რამე და რუმე. მოკლედ, რეკლამას გავაკეთებ, წადით იქ, არ ინანებთ.. არ ინანებთ რა, ფული თუ გაქვთ, იმიტომ რომ ლარიანი "ჰერცოგი"-ს ლუდი 2 ლარი ღირდა გაქანებული. სამაგიეროდ მტკვარზე გადმოკიდებული აივანი და გარშემო ბუნების სილამაზე იმედს არ გაგიცრუებთ.
შემდეგი გაჩერება - ბორჯომის პარკი. დედამიწაზე არ არის სამოთხე, მაგრამ არის ბორჯომი - ცენტრ პოინტის ეს სარეკლამო ფრაზა ზუსტად მიესადაგება ბორჯომს. რა გინდა სულო და გულო, ოჯახით ამოდი დასასვენებლად და დაისვენებ რა! არც გული გაგისკდება, რა ფასებიაო, არც იმას იდარდებ, ვაიმე ბავშვი არ დაიხრჩოსო, არც იმას დაიწუწუნებ, რამხელა მანძილია გასავლელიო.. იქნები შენთვის წყნარად. ერთი მინუსი მარტო: სასმელი წყლის პრობლემა. მართლა სამოთხე კი არაა ბორჯომი ბოლო-ბოლო.




არა, ხომ ვიცოდი არა სად ვჯდებოდი. ეს საქართველოში ყველაზე მაღლა მდგომი ეშმაკის ბორბალია.. ხოდა აჰა. დაჯდები. მერე ნელა ნელა გიღიტინებს ეს სიმაღლის შიში. მერე ხელ-ფეხი აღარ გემორჩილება. მერე კაბინა ჭრაჭუნს იწყებს.. ვაიიი.. და მოხედვა რომ გინდა და ბოძს რომ ხელს არ უშვებ და ისე იხედები. ფეხზე წამოდგომაზე ლაპარაკი ზედმეტია. იიიშ! და თან რა ხედი იშლება.. კარგად რომ დაინახო, ფეხზე უნდა წამოდგე. არადა ფეხები უარს ამბობენ. არადა უნდა წამოდგე. ჯანდაბა!

კაი, კაი, წავედი. 7 ზე დავჯექი და 10 საათი ხდება. 3 საათი ვწერდი, აზრზე ხართ? ხასიათზეც მოვედი და მომშივდა კიდეც. კარგი ჭამა ნახევარი საქმეაო, აბაა! გევედ, გევედ, გევედი.
