Sunday, August 30, 2009

შემოქმედებითი კრიზისი

კრიზისიოო, დიალოგიოო.. რთული შემთხვევაა.

თავს შემოქმედ ადამიანად ვთვლი. ყოველთვის მოცემულ საკითხს მინდა ორიგინლაური კუთხიდან შევხედო, რამე არატრადიციული, არამიღებული, ან მიღებული, მაგრამ არა ამ კუთხიდან გავაკეთო.. და მუდამ მახსოვს ფრისტაილერის ავტორის სიმღერიდან ფრაზა: "შექმენი რამე ახალი" (Create something new..) ხოდა მინდა ხოლმე, უფრო ზუსტად.. ანუ არ მავიწყდება რომ უნდა შევქმნა რამე ახალი.

არა, მოვალეობა და რამე კი არაა, უბრალოდ ბავშვობიდან ახალ-ახალ რამეებს ვიგონებდი. მინდოდა დიდი გამომგონებელი გავმხდარიყავი, ტესლასავით თუ რევოლუციას არა, რამე სასარგებლო მაინც შემექმნა. ან რა ვიცი, აღმეწერა, დამეხატა, დამეხაზა.. მოკლედ, მეაქტიურა.

ჩემი მიღწევები ასე გამოიყურება: გავაკეთე ელექტრო თოხი. :) ამის ბიძგი იმან მომცა, რომ ბავშვობაში სოფელში სათოხნად წამიყვანეს და თუ არ იცი თოხვნა, მაგარი რთული საქმეა. თითქოს რა უნდა ჰო, იქნიე თოხი და უბრახუნე მიწას, მარა ასე ადვილიც არ ყოფილა. ხოდა ელექტრომატორზე დავამაგრე დოლი, დოლზე მივაბი რკინა, რომელიც ხვრელში მოძრაობდა. მატორს რომ ჩართავდი, დოლი რკინას ისე ამორავებდა, როგორც თოხი გიქნევია. შენ მარტო უნდა სწორად დაგემიზნებინა. :) პაპაჩემმა უყურა, უყურა და.. ჩამოწერა.  :)

მახსოვს ერთ დღეს სკოლიდან მოვდიდი და აზრად მომივიდა გორის გეგმა დამეხატა. ხოდა 3 ა3 ზომის ქაღალდზე გონებიდან გადმოვხატე ის ადგილები, სადაც ნამყოფი ვიყავი გორში, თავისი აღნიშვნებით, პირობითი ნიშნებით და რა ვიცი, ახლა რომ გადავშლი ხოლმე, გული სიამაყით მევსება. :)

ვცადე შემექმნა ქვეყანაც წარმოსახვაში. ხოდა ესეც შესანიშვანად დავხატე, 1 სანტიმეტრში 10 მეტრი მაშტაბით.. იიიშ! მახსოვს ერთგან მატარებლის ლიანდაგი ისეთნაირად იყო, რომ იდეაში შემადგენლობა უნდა მბრუნავ რელსზე გადასულიყო, რომ მერე მემანქანეს აერჩია, რომელი გზით გაეგრძელებინა გზა.. და აი, გეგმაზე ეს მბრუნავი რელსი 1 სანტიმეტრის დაშორებით იყო  მდინარე იმტკვარისაგან. :) და მე წარმოვიდგინე, როგორ გავედი ამ რელსის ბოლოში და როგორ გადავხედე 10 მეტრში აღელვებულ იმტკვარს იქ მოცურავე გემებით (ღრმა მდინარე უნდა ყოფილიყო).

ვცდილობდი გადამეკეთებინა ჩემი სათამაშო მანქანები ერთმანეთად. ანუ მაგალითად შესანიშნავი სპორტული მანქანისაგან არაუშავს რა გემი გამოვიდა. :) მთავარი ის იყო, რომ ეს გემი დაცურავდა და პლუს პულტიც ქონდა. :)

ასეთი ჩხირკედელაობის მერე შემივიდა ჩემს ცხოვრებაში კომპიტაური. "სუსანა" ერქვა ჩემს პირველ კომპს. საკმაოდ ძველი პენტიუმ 2 იყო, არადა ამ დროს ახალი შემოსულები იყვნენ პენტიუმ 4 ები.. ხოდა მე მაინც ამ ჩემი საცოდავი კომპით გავაკეთე ჩემი პირველი ვიდეოკლიპი - შოთა დეიდას სიმღერაზე "ძუძუმ შემაშინა"




მერე ერთმენეთს მიყვა ფორუმი, ინტერნეტი, თამაშები.. ინტერნეტკაფეში მუშაობა, ჩემი სასტავის, იგივე "ლობიოს ოჯახის" გაცნობა (ახლა "მწვანე ოჯახი") და შემდეგ კი კლიპი ჩვენზე. (აქედან ძალიან ცოტანი ვართ დარჩენილები და ზოგი კი საერთოდ არ არის აქ)



და ბარემ აქვე დავდებ საკაოდ ძველ, 2005 წლის ვიდიუს, რომელიც ეძღვნება ფორუმელთა და მათ შორის ჩემი ატენში ლაშქრობის ამბავს.. ამ დროს ჯერ კიდევ ვირტუალური შემოქმედების გაფურჩქვნის პროცესში ვიყავი, "სულს მუშაობა სწყუროდა" და გამოვიდა ასეთი რაღაც.



მოკლედ, აი ასეთი ჩხირკედელა და მაძებარი და რა ვიცი მე რა არ ვიყავი. ყველაფერს მივედ მოვედე, ყველაფერი მინდოდა გამომსვლოდა.. აი გენაცვალე, შეიხედეთ აგერ, აქაც დავიწყე დახმარება გაქართულებაზე. მერე თუ არ დაგეზარებათ, შედით აქაც. აქ ქართულ 3დ თამაშს ვაკეთებთ (რატომღაც საიტი დროებით გათიშულიაო)..

ხოდა ხალხო, აჰა, ახლა ვარ ბანკირი, ჩემი შემოქმედება რატომღაც ძალიან მუხრუჭდება. აი რამდენი ხანია არაფერი შემიქმნია, საერთოდ არ მაქვს სურვილი.. ანუ სურვილი კი მაქვს, მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნის თუ როგორ ვთქვა.. .მონდომება მღალატობს. აი მინდა ვთქვათ გორის მეგზურის კაკეთება ისევ. ანუ მე-2 ვერსია. ხოდა ვერ რა.. დავჯდები კომპთან, უეცრად გამივლის ყველანაირი სურვილი. რაღაც დებილობა თამაშებს ვთამაშობ. გვერდით ეს ჩემი ბიძაშვილი მიზის.. ეე..

გამივლის?

რომ არ გამიაროს?

წავიდოდი თავს მოვიკლავდი, მარა არ მომწონს რა. ადრე ვქენი ეგრე და ამაგარი ბანძობაა. :)

აბა, საქმეა ესა? რას ვგევარ, რამეს მაინც ვგავდე..

Friday, August 28, 2009

მე-100 პოსტი, ნახ!

100 პოსტი გასულაოოო..

ახლა მინდა დავწერო რა მოხდა ამ 100 პოსტის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში და საერთოდ, რა ვისწავლე და რა შეხედულებები შემეცვალა. ვწერ ნუსხა-ხუცურით. :)


ხოლო დღეი ესე, რომელ დავიწყე წერაი ბლოგისაი ბოგპოსტსა ზედა იყო არა გამორჩეულ და ფრიად ჩუელებრივ. გარნა დღიდანა იქიდანა ჩავიდის წყალნი მრავალნი და აქციანი ბევრნი, მსურს დავწერო აზრნი ჩემნი მუნ ბრძენნი და განმატევებელნი.

1. ვისწავლე, რამეთუ ყუელაფერი გაულადი არს. ხოლო მადლობაი ესე პატაპუტინასა, რომელ არს ბლოგერი და ვხედვიდე პირველადა 2007 წელსა მზიურსა შინა ვითარცა ყვითელმაიკიანი და ხელში ნაყინით, ესრეთ მზის ზეიმსა ზეიმობდა და ადიდებდა ანიასა და 1 ივნისსა თანა. უკეთუ ყუელაფერი გავლადი არს, ესრე არის ალტერნატივაი ფრაზისაი "დაიკიდე-მოგეშვება" ანუ ფრაზისაი "დრო ყუელაფრის მკურნალია" და ესრეთ არის სიმღერა იგი, რომელ მღერის ბიბი და სერგი.

2. ჩემი სიყუარული და ეტალონი ქალისაი, რომელ არს თვალთაფლა, თმამჩქეფარე და ტუჩმაყვალი, გათხოვდის ეგრეცა და არა ვიცოდე ამბავი ესე და 1 კვირის წინ ვნახე და იცინოდა. ხოლო დავიგრუზე ფრიად გარნა ვიფიქრებდე, ყოლიფერი გავლადი არს და გამივლიდეს.

3. ხოლო მეფეი ესე პოპისა, რომელ არს მაიკლ ჯექსონი, იგივ კუმირი ჩემი და სახე ჩემი, მოჰკვდიდეს ვითარცა მღილი ესე ანუ მწერი ანუ ჭიაყელა. ხოლო საქმენი მისნი იცოცხლებენ და ადიდებს ხალხი ჯექსონსა მასსა აწ და მარადის და ვიდრედა იარსებებს პოპი ესე.


4. მყავდიდეს ტრანსპორტი სახელად "ცოხეი" და სახედ ველოსიპედისაი, რომელ ვიყიდე დაბადების დღეზე, არის 24 ინჩიანი თვლებით, თუცა პატარა და მთისა, ოდენ დისკები მისი დაბრეცილ არს, გარე კბილანასა მისისა დამცველ არ ქონდის და გრძელსა შარვალსა აფუჭვიდეს, სიჩქარენი ცუდად უმუშავებდის და კრილონი არ ქონდვის. ხოლო მორალი არსე ესე: არასოდეს იყიდოთ არაფერი სიჩქარით და მარტო იმით, რომ გინდათ.

5. მქონდეს მ4 აირსოფტის იარაღი, რომელ არს პნევმატური, 150 მ/წმ საწყის სიჩაქირანი და ფრიად მძიმეი. ვიყენებდე არაფერში გამორჩეულში, სარეცხის თოკზე შპილკებს ვესვრიდე ათასში ერთხელ და ვოცნებობდე დღეზე, როდესაც ნამდვილ სტრაიკბოლს ვითამაშებდე.

6. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისეთივე ნაკელით იყოს დაფარული, რავარც ბლოგის დაწყების დღიდან. ხოლო გაგვივლის.

7. არ მყავდეს მეგობარი გოგოი ისევე როგორც ბლოგის დაწყებიდან. ხოლო ვისწავლე, რომ გოგო ხელსახოცი არაა და უნდა გაუფრთხილდე. თუცა თუ ბეზდელუშკა ოქროს ქანდაკების ფასს იდებს, გაუვლის.

8. ვისწავლე როგორ არ უნდა დავიგრუზო მაშინაც კი, როდესაც მშია. აი ახლა მშია, დაგრუზვა შემომეპარა მაგრამ გავაგდე. :)

9. ვისწავლე იმის დანახვა, თუ რამდენად კარგი ვარ. ამის საშუალება მომცა გარშემო არსებული ოჯახების, ადამიანების, ემოციების და კავშირების ანალიზმა. და გამოვკვეთე ჩემი მთავარი პლიუსი: გამივლის.


10. ვარ საუკეთესო თანამშრომელი ჩემს კანტორაში, მაქვს ბლოგი, მეილი, ველოსიპედი, აირსოფტის იარაღი, სათვალე, კომპი, უამრავი თამაში.. მყავს მსოფლიოში საუკეთესო და, დედა, მამა. მიყვარს სამყარო, მიყვარს მშვიდობა, მიყვარს გოგოების მკერდში ყურება. არ ვიცი რატომ, მაგრამ აშკარად ვუყვარვარ ღმერთს. არ მყავს მეგობარი გოგო, არ მყავს უახლოესი მეგობარი, არ მყავს ადამიანი, რომელსაც დაველაპარაკები გულიანად, არ მყავს შინაური ცხოველი, არ მყავს ავტომანქანა, არ მყავს აშკარა მტერი (იმედი მაქვს რომ მტერი მყავს, იმიტომ რომ "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი").

რაც მთავარია, ეკონომიკსის ერთ-ერთი მცნება ცხოვრებაში გამოდგება: მთავარი ის კი არაა რას აწარმოებს ადამიანი, არამედ ის, თუ როგორ აწარმოებს. ფრაზა ასე იშიფრება: მიზნები არ იცვლება, იცვლება საშუალებები. არ ვიცვლები მეც. ისევ ისეთი გურამ ჯექსონი - დჯ_გურო, ყველაფრის მიქსავი ვრჩები.
პ.ს. მუდამ ვფიქრობ ხოლმე რამეს რომ დავწერ, რომ უკეთესიც შეიძლებოდა. გამივლის.

Wednesday, August 26, 2009

მე - ადამიანი_აღმოჩენა

დღეს გასაუბრება მქონდა..

დიდი ხანია ჩემი კანტორის თანამშრომელი ვარ. გუშინწინდელივით მახსოვს ჩემი პირველი გასაუბრება, სათაოდან ჩამოსული გოგოები, ჩვენი მმართველის სახე, მოცემული დავალება და ჩემს მიერ წამოყენებული პროექტი.. არადა ეს ყველაფერი 3 წელზე მეტი ხნის წინ იყო.

მახსოვს "დედაჩემი" ნინო და "მამაჩემი" - ტოტო როსტომი. ზარმაცი მამის საქმეს მე ვაკეთებდი და ასე მივიღე პირველი ნათლობა - გურამი კარგი ადმინისტრაოტრია. და მახსოვს ჩემი პირველი სამუშაო კვირა ნინოს გარეშე, პირველი დალაგებულ-აკინძული საქმე ნინოს გარეშე, პირველი მსხვილი კრედიტი ნინოს გარეშე გაცემული და მაშინდელი ემოციები..

ვინ წარმოიდგენდა 3 წელზე მეტი ხნის წინ, თუ უნივერსიტეტის დამთავრებიდან 1 კვირის მერე საკმაოდ პრესტიჟულ სამუშაოზე დავიწყებდი სამსახურს. ვის კი არა, მეც არ წარმომედგინა. რა მინდოდა პროგრამისტს ბანკში? მაგრამ ჩემზე ჭკვიანები ზიან კადრებში და სულ სხვა პოტენციალი დაინახეს ჩემში..
მე ძალიან ბევრი შესანიშნავი წუთი და საათი მახსოვს ჩემი კანტორის ხალხთან ერთად გატარებული. და ეს მეტსახელი, კანტორაც, ძალიან ახლოსაა ჩემთან. ჩემი პირველი ადმინისტრატორული ნათლობა და "ცეხი".. მერე "სათაო" და "ცეხი", სირისტიანები და ცეხავიკები..

და აი, 3 წელი და 3 თვეა გასული და ახალი გასაუბრება მოგვადგა კარზე. ამჯერად არა მისაღები, არამედ დამხვეწავი. ძალიან მაინტერესებდა რა იყო ჩემი მინუსები, რას ხედავდნენ ჩემში დასახვეწს, გასაუმჯობესებელს. და მზად ვიყავი დამეტოვებინა ჩემი მეორე სახლი, თუკი მის იმიჯზე და მის სახეზე ცუდად ვმოქმედებდი.
დიახ! რამეთუ თუ არ გიყვარს შენი სამუშაო, თუ არ გაქვს შესისხლხორცებული მისი ღირებულებები, არ გიყვარს კლიენტი, არ გიყვარს შენი საქმე.. მაშინ არაა შენი საქმე ჩვენთან.

და დღეს, უფრო ზუსტად, ღამეს, სულ 1 საათიც არ იქნება, რაც მმართველმა და საკრედიტო მენეჯერმა შემიყვანეს ოთახში. ჩემს თხოვნაზე პირველად ჩემი მინუსებით დაეწყოთ, მმართველმა ჩაიღიმა და მენეჯერმა მითხრა:

მინუსები არ გაქვს, გურამ!

შოკი!

მომესმა? მე არ ვარ იდეალური, მე ვგრძნობ რომ დახვეწა მაკლია. ნუთუ ასე კარგად ვართმევ სამუშაოს თავს.. ფიქრის დრო არ იყო. მმართველმა ჩემი მიღწევების ჩამოთვლა დაიწყო:

  • ადამიანი - აღმოჩენა (შოკი!)

  • ადამიანი - ღიმილი (ორმაგი შოკი!)

  • ადამიანი - კრეატორი

  • პუნქტუალური

  • მოწესრიგებული

  • კომუნიკაბელური

  • პასუხისმგებლიანი

  • ორგანიზებული ნიჭით (შოკი!)

  • გუნდური

  • მასთან მუშობა სასიამოვნოა

  • ყველას უყვარს დამლაგებლიან მმართველიანად

  • სანდო, საიმედო

  • მაღალი პროფესიული სტანდარტებით

  • ცოტა უცნაური (აიტის ხასიათით)
ყურებში შხულიმა გადაფარა მიღწევების ჩამოთვლა.. არ მახსოვს იყო თუ არა ადამიანი-ჯექსონი, მაგრამ ნამდვილად მახსოვს მმართელის კმაყოფილი სახე, მენეჯერის ღიმილი, მადლობა შესანიშნავი მუშაობისათვის და დაპირება - მუდამ უმაღლესი ხელფასი გექნებაო..

მერე ადრენალინი ნორმას ასცდა, მერე სისხლის წნევა გაიზარდა, მერე პირი ყურებამდე გაიხა ღიმილით, მერე.. მერე გამოწვდილი ხელი შევამჩნიე, ასე გააგრძელე გურამ, კარგი კაცი ხარო.. და მორჩა გასაუბრება.

და დარჩა სიცარიელე.. საშინელებაა ეს სიცარიელე. ასეთი გრძნობა მაქვს ხოლმე როდესაც რამე ოცნება ამიხდება. სიცარიელე და სიმარტოვე.. სიმარტოვე იმიტომ, რომ მარტო მე მქონდა ასეთი უმაღლესი შეფასება. და მერე წამოვედი სახლში.. და მერე დედაჩემს მოვუყევი. დედა გადაირია სიხარულით, რაც მე ვერ გავიზიარე. და დავიგრუზე.. და შემოვედი ბლოგზე და დავწერე ეს პოსტი.

რანაირი ადამიანი ვარ? რატომ მაქვს ასეთი უცნაური გრძნობათა თამაში?

 ვინა ვარ მე?

Sunday, August 23, 2009

რუისამდე

ეს მე ვარ
ეს "ცოხე" ა (ასე ქვია ჩემს ველოსიპედს) ეს კი გორი-ურბნისის მარშუტის თანამგზავრული ფოტოა (მარჯვნივ გადატრიალება მომიხდა რომ ბლოგზე ჩატეულიყო. ანუ ჩრდილოეთი არის მარჯვნივ ამ სურათზე).
ქვემოთ კი მოგიყვებით როგორ შევასრულე ამ დროისათვის სარეკორდო მარშუტი სიგრძით და სირთულით.

ტექნიკური მონაცემები: მანძილი: მარშუტის ბოლომდე - 15-20 კმ. გზის საფარი: ავტოსტრადა რელიეფი: ძლიერ აღმართ-დაღმართით და მცირე სწორი გზით. დამატებითი ეკიპირება: ლიტრანახევარი წყალი.

დილით ძალიან ტკბილ ძილში მყოფი ჩემთვის თითქმის უცნობმა ადამიანმა გამაღვიძა მობილურზე ზარით და აბსურდული თხოვნით მისთვის ბალის ჩართვასთან დაკავშირებით კინაღამ დავთრები ამირია. საბედნიეროდ აბსურდული თხოვნა ასეთადვე დარჩა და დავთრები ისე ისე დაწკრიალებულ დალაგებულია ჩემს თავში, როგორც ამ 10 წლის წინ იყო. ხოდა იმას ვამბობდი, რომ დიდი ხანია მქონდა რუისამდე ჩასვლის ოცნება და გადავწყვიტე ეს ოცნება ამეხდინა.

აქვე რატომ რუისამდე. არ ვიცი, უბრალოდ ეგ ადგილი გადავწყვიტე. სინამდვილეშჳ ჩემი მარშუტის ბოლო სარფია, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოებისათვის რუისიც საკმარისია მემგონი.

ხოდა ავდექი, ვსჭამე პური, ჩემი დის სკოლის ჩანთა მოვძებნე, ლიტრანახევარი კოლას ბოთლი წყლით ავავსე და გავუდექ გზასა. მეზობლებმაც კი ვერ მიცნეს ერთი შეხედვით ამ კეპკაში, ზურგჩანთაში და ველოსიპედზე. :) ხოლო ჩემი კანტორის ხალხი საერთოდ გამოქლიავდა. საქმე იმაშია, რომ კანტორის წინ გავიარე და მასე წავედი.

გორიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე 4 გზა ადის: ტინისხიდიდან, ორთაშენიდან, წმინდაწყლიდან და ვერხვებიდან. ტინისხიდის გზა ავირჩიე არა იმიტომ რომ ასე ყველაზე მოკლეა ან რამე, არამედ იმიტომ, რომ ასე ყველაზე დიდი აღმართებია გასავლელი. ორთაშენის გზა ძირითადად გამოიყენება გორში შემოსასვლელად ხოლო დანარჩენი 2 გზა იძულებულს მხდიდა ახალ აშენებულ ხიდზე გადავსულიყავი, რაც დიდი პრობლემაა ველოსოპედისათვის, მანქანები ძლივს ეტევიან. ხოდა ტინისხიდიდან ტრასაზე ასვლის გამოცდილება უკვე მქონდა. აგერ ეს გვირაბთან გადაღებული სურათი. მანქანით რომ მიდიხარ სხვა შთაბეჭდილებები გრჩება, მარა ველოსიპედით, როდესაც 10 კილომდე ველიკს 35 გრადუსიან აღმართზე მიატარებ და ოფლი მოგდის, სხვა გრძნობა გრჩება. სამაგიეროდ მერე ამ აღმართიდან ჩამოსვლაა ერთი სიამოვნება. აქვე პატარა რჩევა დამწყებ ველოსიპედისტებს: თუ მაგალითად და აღმართი ისეთია, რომ გიჭირთ უკვე პედლების ტრიალი, არაა სირცხვილი თუ ჩამოქვეითდებით და ხელით წაიყვანთ ტრანპორტს. ასე ჯერ ერთი ენერგიას დაზოგავთ, მერე დროს მოიგებთ.ხოდა ასე, მოვაღწიე ამ ნიშნულამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ გორს გავცდი უკვე საკმაოდ. აქედან უკვე ტრასა იწყება. ანუ იწყება გიჟივით მოძრავი მანქანები, ტრაილერები, მარშუტკები და ათასი ჭირი და ოხრობა. საერთოდ წესებში წერია, რომ ველოსიპედის ტარება ნებადართულია გზის მარჯვენა ზოლზე ან ტროტუარზე, თუ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას ქვეითებს. მარჯვენა ზოლი კაია, ადგილებში ეს ზოლი 10 სანტიმეტრიც კი არ იყო.
თან რაღაცნაირი გრძნობაა, როდესაც მიდიხარ, სულ პედლებს ატრიალებ და უკან არ იცი რა ხდება, რა გეწევა, რა შეიძლება დაგეჯახოს და ამ დროს გვერდით, სულ 15 სანტიმეტრში რაღაც ვეება მანქანა ჩაგიშხუილებს და თუ თავს არ შეიმაგრებ, შეიძლება გადაგაგდოს კიდეც ჰაერის ტალღამ. :)
უი, კინაღამ დამავიწყდა. სტადიონთან არის მაღაზიები. ხოდა ამის მერე უკვე კომბინატის ხიდი მოდის, საიდანაც უკვე გადიხარ ქალაქიდან ფაქტიურად. ხიდი კი შემაღლებულზეა, ანუ სიჩქარე უნდა ამეკრიფა რომ ავსულიყავი. ამ სიჩქარის აკრეფის პროცესში ვარ, ჩავუარე მაღაზიებს და მოულოდნელად ვიღაცა ბიჭი არ გამოვიდა გარეთ?! გამოვიდა კაია, მოდის და არ იყურება. მე კი სიგნალი არა მაქვს. და სულ ბოლო მომენტში შემამჩნია და გვერძე კი არ გაიწია, ფეხები გაშალა. მე კი ორივე მუხრუჭს დავაწექი და ასე გაცურებული გავეკვეხე ამ ბიჭს ფეხებს შუა. :) :) :) ძალიან რთული შემთხვევა იყო. ჩემი პირველი ავარია. :) ზარი უნდა დავუყენო ცოხეს, სხვა გზა არაა. :)
ხოდა ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, მივედი გორი-ქარელის რაიონების საზღვარზე. :) მივედი, მივედი, გადავაბიჯე ან უფრო ზუსტად, გადავალაჯე ამ საზღვარზე და გავაგრძელე გზა. არადა არ მახსოვდა ამდენი აღმართი და სულ აღმართი და აღმართი. 3 აღმართი ავიარე რა. ერთი მორჩებოდა, დავჯდებოდი ველიკზე, გავივლი ცოტას, კიდე აღმართი. კიდე ჩამოვალ, გავატარებ ფეხით, მორჩება აღმართი, დავჯდები, ახლა კიდე..
ფაცხა ვნახე შუა ტრასაზე. ღირშესანიშნავი ადგილია რა. :) თან 12:30 ზე გამოვედი სახლიდან და ღრუბლიანი ამინდი იყო. ავდექი და გრძელი შარვალი ჩავიცვი. მაინცდამაიც ეს 3 საათი, რაც მე გზაში ვიყავი, მაშინ მოუნდა მზეს დაჭერა. :( რა მექნა, ავიკაპიწე შარვალი მუხლს ზევით, მარა მერე სისხლის მოძრაობას უშლიდა ხელს და ვიყავი ასეთ გაწამაწიაში. :(
გზაში ხედებით დავტკბი. :) ასევე დავტკბი როგორც იქნა მოსული დაღმართით და სულ ჩამიშხამა როდესაც ასე გაქანებულს რაღაცა ტრაილერმა ისეთი დამისიგნალა, რამის ტრასიდან გადამაგდო. :) არადა არ მინდა რომ ასფალტის გვერდით რომ ხრეში ყრია ბორდიულზე, იმაზე სწრაფად ვიარო, რა იცი რა ხდება, ვერც დაატორმუზებ ზედ. აი ახალი ავტომაგისტრალი კარგია, იმხელა გვერდები აქვს ველოსიპედისათვის სავალი, 2 ველიკი გაივლის მამენტ. :)ხოდა ესე, მაინც მოვედი. :) თან ისე მოვედი, რომ ძლივს გავჩერდი. დაღმართიდან აკრეფილი ძვირფასი სიჩქარე მოვაშთე რომ ეს სურათი გადამეღო. ახლა უკვე სწორი გზა მიდის და მეც გაჩერება არ მინდოდა. ასეც მოვიქეცი, დავჯექი ცოხეზე და წავიდაა.. კიდევ კარგი წყალი წავიღე, ამდენს კი ვერ გავქაჩავდი უწყლოდ. ხოდა მივდივარ მივდივარ და გამახსენდა: კაი, აქედან დაღმართია და იქედან რომ წამოვალ, მერე რა მეშველება თქო?
ხოდა აგერ ურბნისთან დავკრუგე და წამოვედი უკან. :) გზაში დედაჩემი მირეკავს, დროზე მოდი, სახლის გასაღები არა მაქვსო. კი, მალე მოვალ, ჩას ჩერეზ დვა თქო. :) მორალი ისაა, რომ სახლის გასაღები ყველას უნდა ქონდეს. :)
იქიდან გორისკენ მართლაც რომ აღმართია. :) მაგრამ საბედნიეროდ ერთი. ხოდა მოვდივარ, მოვდივარ და რაღაცა უგრძესი მანქანა მოღოღავს ჩემს უკან. რომ გავქცეულიყავი, გავასწრებდი ისეთი სიჩქარით. მარა იმან გამასწრო რა. და ამ დროს მომივიდა თავში აზრად, დავჯდე ველიკზე, მოვკიდო ერთი ხელი ამ მანქანის საბარგულს და ასე ნელა ნელა ამიყვანდა აღმართზე. მარა ეს შესანიშნავი იდეა რომ მომივიდა, მანქანა შორს იყო უკვე. ამასობაში აღმართიც ავიარესავით, დავჯექი ველიკზე და ისაა უნდა დავეწიო ამ მანქანას, რომ იმანაც ამოქოქა და ჰაიდაა.. ეჰ, რა კარდები გავმაზე. :(
ზატო მერე დაღმართებზე ისე ჩამოვედი, ნაშალნიქემანა, ოშენ ბისტრა ნაშლნიქე.. :) ისე ბისტრა, რომ ხიდისთავის ჩამოსახვევს გამოვცდი, ჯერ უკანა მუხრუჭი შევაპარე, მერე წინა და ამ დროს ხრეშზეც გავიარე და ისეთი მოვაცურე, ჯეტეაში არ უნახავს არავის. :)
შევაჯამოთ: ჩასვლა-ჩამოსვლას მოვანდომე 3 საათი, ანუ საშუალო სიჩქარე იყო 10 კმ/სთ. ვიყავი ძალიან დაღლილი მარა ასევე ძალიან ბედნიერი. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოცნება ავიხდინე და სიცარიელის გრძნობა არ დამრჩა. იმიტომ რომ შემდეგი გაჩერებაა - ხაშურეეე. 35 კმ. მელანო, მოვდივარ!

Friday, August 21, 2009

კი არა და 2

გუშინდელივით აღშფოთებული ფოსტი არ გამომივა, რომლის მიზეზი იხილეთ ბოლოს, მარა მაინც.. მოკლედ, დღეს დილით გავიხედოთ და
ალბათ გუშინდელი წარწერის ავტორებმა "იყოჩაღეს" და თავის ჭკუაში ძალიან პატრიოტული საქმე ჩაიდინეს: ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდგარ ძეგლს წითელი საღებავები ესროლეს.
რათქმა უნდა შემეძლო ჩემი კანტორის დაცვის კამერებით მენახა ვინ იყო ეს "პატრიოტი" და ვინ გამოხატა თავისი ან უფრო სხვის აზრი ამ ფორმით, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, გორელებს და ჩვენ კანტორას კერძოდ არ გვაქვს იმის დრო, რომ ვიღაცას ნერვები ვუშალოთ, რაღაც გავაფუჭოთ და რაღაც დავანაგვიანოთ. ჩვენ ვმუშაობთ. საბედნიეროდ მუშაობს ჩვენი გამგეობაც.
ძეგლი ჯერ საგულდაგულოდ გაწმინდეს, მერე ასევე საგულდაგულოდ გააპრიალეს და ბოლოს ჩემდა მოულოდნებლად, საგულდაგულოდ გარეცხეს.
იყო მოსული ადგილობრივი ტელევიზიაც, რომლის ჟურვალისტმა როგორც იქნა მესამე დუბლზე ჩაწერა ფრაზა "გუშინდელი განცხადების უცნობმა ავტორებმა დღეს სტალინის ძეგლს საღებავი ესროლეს" ნება მომეცით ვიკითხო, რატომ აცხადებთ ტელევიზიით რომ ეს იმენა გუშინდელი წარწერის ავტორები არიან?
უფრო დიდი შეკითხვა მაქვს ამ აქტების სულის ჩამდგმელთან: თქვენ ახლახანს დაამახინჯეთ ქალაქის ცენტრი. რას გრძნობთ?
კიდევ ერთი შეკითხვა გამიჩნდა მას მერე, რაც შემთქვევით შემხვდნენ გზაში დედა და მისი სამიოდე წლის ბავშვი, როდესაც ძეგლს წმენდნენ. არასოდეს დამავიწყდება ბავშვის აღფრთოვანებული ხმა: "დედა, ძეგლი უნდა გადაიტანონ?" შეკითხვა კი შემდეგში მდგომარეობს: თქვენ 3 წლის ბავშვი დააავადეთ პოლიტიკით. რას გრძნობთ?

Thursday, August 20, 2009

კი არა და..

მართლა ვერ მოვიფიქრე სხვა სათაური.. ვინც საქმეში ჩაუხედავია, ახლავე აგიხსნით რა ხდება. მოკლედ, მე ვარ გორელი, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვცდილობ ეს ჩემი პუჭურა ქალაქი და განსაკუთრებით მასში მცხოვრები "გმირი" მოსახლეობა მივაჩვიო ან დავაწყებინო მაინც მიჩვენა სისუფთავე და წესრიგისკენ. ადრე კარგი, ხელს ჩაიქნევდი, არაა ნაგვის ურნები და ნაგავი სად დავყაროთო. ახლა ხომ არის? ნუ, ჯანდაბას, ესეც გავატარეთ. მარა კედლებზე ჯღაბვნა უკვე მეტისმეტია. მიაქციეთ ყურადღება ნაწერის არა შინაარსს, არამედ სიმაღლეს. ასოების ყველაზე მაღლა ნაწილები 1,5 მეტრზე მაღლაც კი არაა. ფსიქოლოგიურად ადამიანი წერს თავისი თვალის სიმაღლეზე. ანუ ამის დამწერს უნდოდა დიდი ასოების გამოსვლა და შესაბამისად, თავის თვალის სიმაღლეს ააცილა მაღლაც და დაბლაც. საშუალოდ 1.2 მეტრი სიმაღლის ადამიანი გამოდის. კაი, ჯანდაბას, დადიან გორშიც ასეთი "კარლიკი" ხალხი, მარა რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცამ ბავშვებზე მოახდინა ზეგავლენა და ეჭვი მაქვს ეს გორელმა არა ქნა. ხოდა აი აქ ივსება ჩემი მოთმინების ფიალა: რატომ უნდა გადაწყვიტოს ვიღაცა სირისტიანმა და ეჭვი მაქვს, გორში საერთოდ 5 ჯერ ნამყოფმა სუბიექტმა რა უნდა მედგას მე, ჩემს ქალაქში, ცენტრში, მიპასუხეთ აბა? გაუსწორდება მაგას რომ ეზოს შუაში რომ ონკანი უდგას, ეგ რომ გარაჟში გადავუტანო? კი, ძალიან მაგარია, რაზეა ბაზარი, მოაძრეთ ეგ ძეგლი და დადგის მაგის ადგილზე დიდი ყლინჯიღეჭიას (კოპირაით - ბაზილიო) ძეგლი, მაგრამ იქნება მოისხას იმ სირისტიანმა მადლი და ჩვენ გვკითხოს რა გვინდა იყოს ჩვენი ქალაქის ჩვენს ცენტრში. ძალიან, ძალიან, ძალიან აღშფოთებული ვარ ჯერ ერთი იმით, რომ ამ ახლად შეღებილ და შელამაზებული ბინას სულ დედა უტირეს ამ წარწერით. მერე იმით, რომ ეს წარწერა პულველიწატორითაა საგულდაგულოდ დაწერილი, ისე რომ ასოების სიმაღლეც კი ერთ სტილშია და ქალაქის ცენტრში წარწერის წაშლა რომ მოგინდეს, იოლად ვერ წაშლი. და ყველაზე მეტად მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ვიღაცამ ბავშვის ხელით დაწერა თავისი აზრი და მერე იტყვიან, არა ჩვენ რა შუაში ვართ, აგერ გორელებს უნდა ასეო. ხო, მაგრად გვინდა და ღამეები არა გვძინავს, ნეტავ ნაძვები რომ იდგა და მოჭრეს, მაგას მიწაც მიეყოლებინათ, ეს ძეგლი საერთოდ მოაძრონ და შადრევნები დააყენონ მანდო. იფ, იფ, როგორ გვინდა, ჩვენ მივალთ და ჩვენ თვითონ ვიზავთ მაგ საქმეს, პურის ჭამაც კი არ გვინდა. ისტორიაში შესვლა მოგინდათ? ჯერ ლტოლვილი ხალხი დააბრუნეთ უკან და ის დაკარგული ტერიტორიები შემოიერთეთ და ამ ძეგლს ჩემი ხელით მოვხსნი. ადვილია ძეგლის მოხსნა, ხო? და ამით გინდათ მოიგოთ ვიღაცეების გული, ხო? მსოფლიოს გინდათ უჩვენოთ რომ აი ნახეთ, კომუნიზმი საბოლოოდ დავამარცხეთო, ხო? ის ხომ კარგი იყო, ვერცხლისფერი ნაძვის თითო სანტიმეტრში 15 დოლარი რომ მოგცეს? ხო, კაი, 10 იყოს. ამორტიზირებული ნაძვები იყო თურმე ეგენი და მაგიტომ მოიჭრიათ. ახლები რატომ არ დადგეს, ქალაქის ლანდშაფტს აფუჭებდა ალბათ, არა? ხე რომ არ დარჩა ქალაქში, ამას მიხედეთ ჯერ და ძეგლამდე კიდევ იმდენი საქმე რომაა გასაკეთებელი, იმას მიხედეთ. ნუ, ახლა ვიღაც სირისტიანები რომ ძეგლის გადატანისას ფული რომ გამოიყოფა და იმ ფულის მოტეხვას რომ ვერ შეელევიან, ეს მაპატიეთ და ღორობაა. ვსო, წავედი მე. მე გორელი ვარ და ჩემი აზრი გამოვხატე. დიახ, არის გორელებში სხვადასხვა აზრი. დიახ, უნდა ზოგს ამ ძეგლის გადატანა. დიახ, ვიკამათეთ მე და ჩორტა-თეომ დღეს ამ თემაზე. მაგრამ ვიღაცა მოვიდეს და ქალაქის დაუკითხავად რაღაცა რაღაცა ისტორიული ცვლილებები განახორციელოს, ეს რბილად რომ ვთქვა, ნაგლობაა. p.s. ისტორიიდან. ასეთი იყო ასე მოჭრეს

დაბოლოს, იუმორი:
სტალინი - მუზეუმში
ქალი - ქუხნაში!

Monday, August 17, 2009

დაბოლილი ბულბულები

ვაიმე, ცრემლებიღა მომდის სიცილისგან. თან აქ ხალხია და ხმამაღლაც ვერ ვიცინივარ და ასე ჩუმად პირდაღებული ვითრიკები და მტკივა 1. მუცელი 2. ფილტვები 3. ყბები 4. თვალები აღარ შემიძლია, ცუდად ვარ. :) მოკლედ, მე მინდა რომ თქვენც იყოთ ჩემსავით "ცუდად" და მეორე მოთხრობასაც დავდებ ჩემი დის შემოქმედებიდან. პატარა შესავალს გავუკეთებ: საქმე იმაშია, რომ უნივერსიტეტში ახალი ჩაბარებული მქონდა და ძალიან აინტერესებდა მზიკის რა იყო ეს უნივერსიტეტი ასეთი. ხოდა ერთ დღესაც ავდექი და წავიყვანე. მისი შთაბეჭდილებები კი იხილეთ ქვემოთ. პ.ს. არც ერთი პერსონა გამოგონილი არაა, ყველა ზუსტადაა აღწერილი. ერთი რაცაა, მხატვრულადაა გადმოცემული და ცოტა ცოტა ისტორიაში ჩამატებებია. დაბოლილი ბულბულები ერთ დღეს ძალიან მომინდა საოცრებას ვზიარებოდი და ამ მიზნით შევაღე გ.ს.უ-ს(გორის უნივერსიტეტი) კარები და რას ხედავს ჩემი თვალები, ჩემს წინ აუარებელი სტუდენტი დგას და აქე დან არც-ერთს არ აქვს პირი თავისუფალი, ნუ რა გასაკვირია როცა ყველა ყბებს იქნევს შენც გინდება კევი არა? ჰოდა ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ ჩემთან მოდის ვიღაც შავქუდიანი მასტი და მეუბნევა ჩათვლის წიგნაკი მაჩვენეო თორემ ის ვერ შეგიშვებო, მოგეხსენებათ სკოლის მოსწავლეს ჩათვლის წიგნაკი არ გააჩნია და რა უნდა მეჩვენებინა? იმის შიშით რომ გარეთ გამომისვროდნენ ჩემი არა ჩათვლის, არამედ უბის წიგნაკი ვაჩვენე. Gაუკვირდა. Kკაი მაშ თუ ჩათვლის წიგნაკი არ გაქვსო სტუდბილეთი მაჩვენეო, არც სტუდბილეთი არ მქონდა, მაგრამ არც ახლა არ დავიბენი და ბილეთი მივეცი, ის ბილეთი იყო “ჯინსების თაობისა” რომელიც ძალიან ცოტა იყო დარჩენილი იმ დროისთვის და საკმაოდ მძვირი ღირდა. ამ შავქუდიანმა მასტმა რა შეხედა ბილეტს კინაღამ გული წაუვიდა, მერე ასაკი მკითხა და რომ გაიგო არასრულწლოვანი ვიყავი მიტხრა შენ შვილიკო მაინ არ შეგიშვებენო ბილეთი გამომგლიჯა და კარებისკენ მიბიძგა.Mმე საკმაოდ გაბრაზებულმა მივუგე რომ კმარას აქტივისტი ვიყავი დაკვირვებას ვატარებდი ინსტიტუტებზედა თუ არ შემიშვებდა მეორე დღეს სამუშაო მაგიდაზე ვარდი დახვდებოდა. Aმ სიტყვების შემდეგ ის ჯერ გაწითლდა მერე ერთდროულად გაშავდა და გაყვითლდა, მერე ნერწყვი გადაყლაპა შიშნარევი თვალებით გამიღიმა ბილეთი უკან შემაჩეჩა გმადლობთ არ მინდაო, ლოყაზე ხელი მომითათუნა და კიბეებისკენ გაიშვირა ხელი- მიბრძანდი ზემოთო. სიმართლე გითხრათ მეც ძალიან გამიკვირდა მისი ქცევა მაგრამ ამას არ შევუშინებივარ და თამამად გავუყვი დერეფანს. აუდიტორიებიდან ხმაური ისმოდა როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიპყრო იმ აუდიტორიამ რომელშიც მხოლოდ ლექტორის ხმა ისმოდა.მეც ამ ფაქტით გაოგნებულმა აუდიტორიის კარები შევაღე რომ ჩემი და ლექტორის თვალები ერთმანეთს მიაჩერდნენ. ლექტორს თვალები გაუბრწყინდა, ხელი ქეჩოში მომკიდა და შიგნით შემათრია. Nრა საკვირველია ამ ფაქტმა გამაკვირვა და საკმაოდ დიდხანს და ღრმად დავფიქრდი რა შემემთხვა ან როგორ ამოვყავი იმ ცარიელ აუდიტორიაში, რომელშიც ერთი დენიკინის დროინდელი ლექტორი მერხებს ლექციას უკითხავდა, და როცა გავერკვიე ალბათ ჩემსავით ის დალოცვილი ლექტორიც გაერკვა საქმის ვითარებაში და სანამ ვეტყოდი რომ მართლა გაუგებრობა იყო თავი ისევ გარეთ ამოვყავი. ის დალოცვილი, თუმცა რაღა დალოცვილი, ქალი აუდიტორიიიდან გამომაძევა და ისევ მერხებისთვის განაგრძო ლექციის კითხვა და მაინც თავისებურად დალოცვილი. მერე თავის, უფრო და შესაბამისად ძლიერ, დალოცვილი კოტორა ჩიტებით გარშემორტყმული (ლექტორი - გურო) სადღაც გარბოდა. რა ვუყოთ თუ გარბოდა, გარბოდა გარბოდა მე რა ვუყო?! მაგრამ კიდევ ერთმა რამემ დამაეჭვა მის სრულჭკუვნებაში, იგი ოლიმპიური სიმშვიდით სირბილის დროს გაიძახდა “კომპუტერი” და კიდევ “კომპუტერი”. ეს ძალიან გამიკვირდა რადგან მეც რომ დავრბივარ და მითუმეტეს ოლიმპიური სიმშვიდით არასდროს არ წამომცდენია სიტყვა “კომპუტერი”, საერთოდ ვიძახი “აჯაფსნდიალი” ან “იქ სადაც დუმან პირამიდები” ჯერ ეს ერთი “იქ სადაც სდუმან პირამიდები” და კიდევ ვიძახი “მოდი ახლოს მოიწიიი” ან “ხელები მაღლა, რა დროს ფეხებია” და სანამ თემას გადავუხვიე ისევ დაბოლილებს დავუბრუნდები. მაგარამ მგონი ისენი არასდროს არ დაბოლილან, უბრალოდ ისე იქცევიან რომ არ შეიძლება ეჭვი არ შეეპაროს კაცს მათ სიფხიზლეზე. ერთი აუდიტორიაც შევაღე, ისე სასხვათაშორისოთ და რას ვხედავ, აუდიტორიაში წვიმა მოდის, ჰოო წვიმა ჩვეულებრივი წვიმა მაგარმ უფრო სეტყვას გავდა თავისი სიმსხოებით და თოვლსაც მაგარმ სიმართლე იმაში მდებარეობს, რომ სამწუხაროდ იმ უბედურს ოცდაცამეტი წლის ასაკში ყველა კბილი დაუკარგავს და თანაც გმირულად და მის მაგიერ გია როა ჩვენი სტომატოლოგი იმასთან გაუკეთებია პროტეზი და იმიტომაც იყო ასეთ დღეში: პირში პროტეზი ვერ თავსდებოდა და ლაპარაკს უშლიდა ხელს, და თუ ვერ ლაპარაკობ თან მითუმეტეს პირში რაღაც გეჩრება იძულებული ხარ პირი მანჭო რომ პროტეზი კალაპოტში ჩაჯდეს, ბოდიში კია ცოტა კი არა და საერთოდ არ ვიცი პირის და პირის ღრუს ტერმინოლოგია, ამიტომ თქვენთვის და ჩემთვის გასაგებ ენაზე დავწერ, ხოდა იმას ვამბობდი რომ პროტეზი აჩერებდა სიტყვას სიტყვა კიდევ ნერწყვს და დიდ რიგში ჩამდგარ ნერწყვს გადაუწყვეტია მოკლეზე წავიდეს ყელისაკენ და ადგება არასწორ გაზას რომელიც გარეთ მიემართება, ერთს მეორე მოყვება, მეორეს – მესამე და პირის გარეთ კოკისპირული წვიმა მოდის. მე იმედგაცრუებულმა დავტოვე აუდიტორია და შორს აღარ წავსულვარ, ეგრევე შემდეგ აუდიტორიას მივაშურე. იქაც სამარისებული სიჩუმე იდგა, აუდიტორიაში ლექტორი და ერთი სტუდენტი იჯდა ისიც ერთი გაურკვეველი ჯიშის ადამიანი, ჩემი თანდაყოლილი ნიჭით მივხვდი რომ იმ უბედურის ერთ ნაწინლს ეძინა, მეორე წერდა, მესამე კითხულობდა, მეოთხე ხატავდა, და ბევრათ რომ აღარ დავყო მეხუთე ნაწილი იჯდა და უკვირდა რატო იჯდა ან თუმდაც რატომ ერქვა საქართველოს საქართველო და არა კამეჩი.

იავნანამ რა ჰქმნა?!

სრულიად შემთხვევით პატაპუტას ბლოგერების სიაში მოვკარი ამ სათაურს თვალი და ჩემი და გამახსენდა. ჩემი და, მზიკვარდ ხვიჩოვნა ვანიშვილაოღლი თავის დროზე ძალიან კარგად წერდა ხოლმე ჩანახატებს. მაგრამ მისი რიმეიკი "იავნანამ რა ჰქმნა?!" ჩანახატი კი არა კომედიაა უკვე. მოკლედ, მე მოვრჩი, უსმინეთ ჩემ დას.. უფრო ზუსტად, ჯერ უნდა ვიპოვო სადაა ეს ფაილები.. ვორდშია დაწერილი.. ჰმ.. 10 თუ არა გატყუებთ.. ესე იგი 1999 წელი.. ანუ 9-11 წლის ბალღის შემოქმედებაა. ვაშააა, ვიპოვე. თან ყველა მისი ნაწერი. აბა ქოფიიი.. იავნანამ რა ჰქმნა?! -მე რას მეკითხები, მე რა ვიცი აბა?! ვინც დაწერა იმას შეეკითხე! მე კი მოგიყვები იმ ამბავს რომელიც ერთ, მსოფლიოში ცნობილ განგსტერს ქეთ-ლადენს შეეხება. ქეთ-ლადენის ნამდვილი სახელი ქეთოა. ალბათ გაგონილი გექნებათ ეშმაკი “ცივი” და თუ მაინცდამაინც არ გაგიგიათ მოგახსენებთ რომ ის დედამიწაზე ყველაზე ბოროტი ეშმაკია, მასზე დადიოდა ისეთი ლეგენდები, რომელიც ამირანსა თუ ჰერაკლეს შეშურდებოდა; მაგალითს გეტყვით: ერთხელ ცივს მოუნდა რომ კავკასიონზე ასულიყო და იქიდან ზვავი ერთი შვიდი-რვა კამაზით წამოეღო და აშშ-ში გაეყიდა კილო ათი შაურად. მოგეხსენებათ კახეთში იმ დროს თავადი ბარამიძე სპეც ოპერაციებს ატარებდა განუბაჟებელი საქონელის დაკავებაზე, კერძოთ კავკასინის თოვლისა. ცივმა ბევრი იწვალა რომ ბარამიძესთვის თავი აერიდებინა მაგრამ, თავადი რის თავადი იქნებოდა, (თანაც პოლიციელი) რომ ის უბედური ცივი ვერ დაეკავებინა, ცივი დააკავა მაგრამ ეს დაკავება მერე ძალიან ინანა: დააკავა თუ არა ეშმაკმა ცივმა ვუდუს ლოცვები წაიკითხა და ბარამიძეს ეშმაკების მბრძანებლის “ქუიმნდისისიონისისი”ს წყევლა გაუგზავნა. წყევლის შედეგად ბარამიძემ იქვე მყოფი თავად-აზნაურები დახოცა და თავიც მოიკლა. ეშმაკზე მეტს აღარ გავაგრძელებ და იმედია მიხვდით რა ყოფილა ცივი. ცივს, შთამომავლებმა მთა დაუდგეს. (ძეგლი დაუდგეს პონტში - გურო) რაღა თქმა უნდა ის მთა ცივის სახელობისა იყო. სწორდ იმ მთის უკან ცხოვრობდა ზემოთ ნახსენები ქეთო. ისე ცნობისთვის გეტყვით ქეთო ცივის გაზრდილი იყო. ქეთო ძალიან კარგი ბავშვი იყო თუ არ ჩავთვლით მის ბოროტ გულს, საზიზღარ შესახედაობას და მშობლებთან მის დამოკიდებულებას. შესახედაობით ქეთო ძალიან კარგი ბავშვი იყო: ის სახეს არასდროს იბანდა, არასდროს არ იჭრიდა ფრჩხილებს და არასდროს არ იცვლიდა ტანსაცმელს სანამ სულ არ შემოეხეოდა იგი. მის სილამაზეს ხაზს უსვამდა სახეზე ნაიარევი. მის გემოვნებას რაც შეეხება ის ძალიან კარგი გურმანი იყო: ძალიამ უყვარდა შებრაწული მინდვრის თაგვი ღამურის სისხლის საწებლით. გიჟდებოდა და შეეძლო დაელია ათი ათასი ლიტრა ძაღლის რძე გაზავებული მელიის შარდით. საათობით იჯდა ჭაობის პირას და ტკბებოდა გომბეშოების ყიყინით, თან ამ პეიზაჟთან ერთად მის გულს ახარებდა კატის ქონში ჩაშუშული წურბელები. რაც შეეხება ქეთოს მშობლებს დჯ.ნინას და ზურას ისინი იმდენად იყვნენ ჩართული თავის საქმეში რომ შვილი სულ დავიწყბული ყავდათ. ქეთოს ძალიან უყვარდა მიზანში სროლა, ამისთვის მამამ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი უყოდა და დაარიგა ვინც გაგაბრაზოს შვილო თავში სტხლიშე კი არ ესროლოო. ერთხელ ქეთო მიზანის გასასწორებლად ქათმებზე ვარჯიშობდა სულ მარტო თხუთმეტიამდე ქათამი ექნებოდა დახოცილი, რომ მის შეუმჩნევლად მის ეზოს ორი გამოთაყვანებული ბავშვის ქურდი მოადგა, ისინი შიმშილისგან იმდენად გალეულები და გასაცოდავებულები იყვნენ რომ ქეთომ ვერც კი გაიგო რომ მას ქურდები უახლოვდებოდნენ და არა ქათმები. ერთი კი ძალიან გაუკვირდა ქათმებს მისალმება როგორ შეუძლიათო და ამ დროს ყაჩაღემა ხელიც სტაცეს და გატაცება უნდოდათ მაგრამ სადღაც ოთხმოცდავიდმეტამდე კილო ბავშვს ოცდათოთხმეტი კილო კაცევი მოერეოდნენ? ქეთომ გადაწყვიტა ისინი რომ მოეკლა და მოკლა კიდეც. ქეთოს მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ სანამ ქეთო არ გათხოვდებოდა მას დაჭკვიანება არ ეწერა და გაათხოვეს კიდეც ზურას ძმაკაცის ნათლულზე: ეშმაკი ცივის მამიდაშვილის ქმრის ალალი ბიძაშვილის მეჯვარის მეზობლის დედამთილის პაპიდაშვილზე ტარკან ბოევიკისშვილისძეზე. ქეთო თავიდან უბედნიერესი იყო რადგან, მის ქმარს თოფების კოლექცია ქონდა და ქათმებიც თავზე საყრელი ყავდა. მაგრამ, მან მალე ვერ გასძლო თავისი უსაყვარლესი გომბეშოებისა და წურბელების გარეშე. შვილი დაქორწილებიდან ხუთი თვის მერე გაუჩნდა. ბავშვი დღენაკლული და უდღეური აღმოჩნდა, დაიბადა თუ არა ჩაიცვა კომანდოს ბატალიონის ფორმა, გადაიკიდა უშველებელი ვინჩესტერი, პატარა მუხა და გაუდგა გზას. იმის მერე არავის არ უნახია მისი კვალი, ამბობენ გმირულად დაიღუპაო. ქეთომ მალე გადაიყვარა ქმარი და ქათმების გზას გაუყენა. მალე თვითონაც მოსწყინდა კაიქალობა და ისიც კომანდოს ბატალიონის ჯარისკაცი გახდა. მან იმდენი დამსახურება მოიპოვა სროლაში რომ სნაიპერად დანიშნეს. შემდეგ დაელამდა და თავისი თვითმფრინავი ჩამოაგდო ციდან; ამის გამო ის სამუდამოდ დააპატიმრეს. აი ასე დასრულდა მისი გაუხარელი და ამავდროულად ბედნიერი (ქათმების ხოცვით) ცხოვრება. P.S ერთს გეტყვით: დედაც ჯეკ!!!

Still Alive, Marked One?

კი, რა თქმა უნდა ცოცხალი ვარ. ის კი არა და ბიცოცხალი ვარ. ასე იწერება ჩემი მეილი. ორმაგად ცოცხალი. ხოდა თავის ქებას რომ შევეშვათ, გეტყვით, რომ მეზარება წერა. თან საწერიც არაფერია. ერთი ისაა, რომ Tomb Raider - Underworld ი დავხურეთ მე და ჩემი პატარა ბიძაშვილიც გვერდით მეჯდა. კიდე გორის ახალი მეგზურის შედგენა დავიწყე.. დიდი ხანია ეს იდეა თავში მიტრილაებს, პირველი ვერსიის შექმნიდან იმდენმა წყალმა ჩაიარა, რომ სულ გადარეცხა ის საწყალი. ასე რომ გუშინ ვიყავი მუღამზე, დავჯექი და Google Earth-იდან 180 სურათი გადავუღე გორს 1800 ფუტი სიმაღლიდან. ახლა ამ სურათებს უნდა გაერთიანება, მერე ქუჩების დახაზვა, მერე საძებნი ძრავის დაპროგრამება.. აუუ, საქმეა ყელამდე და იმის იქითაც, მარა რადგან დავიწყე, ეს იქნება. არავინ ნაჩქარებს, არავინ მაძალებს. მივყვები ნელა-ნელა. ხოდა ისა.. ბორჯომში ვეგდე ღამით და ღამის ბორჯომი ვიღე ჩემი ფოტოაპარატით. ამ უკანასკნელმა ჩაიჯვა რბილად რომ ვთქვათ. ღამე სურათების გადაღება ამის საქმე არა ყოფილა. კიდე რა.. ნუ, პრინციპში ეგა რა.. ა, ჰო, ადნაკლასნიკებში "გორი და გორელების" კომოდი ვარ და წესები შევიმუშავე და მოკლედ ჭკუაზე არა ვარ. გამივლის. მარა სანამ გამივლის, კაია. :) აბა ჰე.

Sunday, August 9, 2009

ფსიქოლოგიური

აქ დავწერ ახლა, რა შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური. ანუ ამ სიტყვას ვიხმარებ ვირტუალურის მსგავსად. ანუ თუ ვერ გაიგეთ, დაიკიდეთ. ფსიქოლოგიური არაყი - ეს ყველაზე გავრცელებული ტერმინია, ამიტომ ამით დავიწყებ. მახსოვს ერთხელ პატაპუტამ მითხრა ეს ფრაზა და იქვე ამიხსნა: დალიე წყალი და წარმოიდგინე რომ არაყიაო. ხოდა დათვრებიო. რაღაცა არსებობს. :) ფსიქოლოგიური წამალი - პიკოლინა საუბრობდა ამაზე ამას წინათ. პლაცებო იგივე. ანუ რაღაც ტრუხა წამალს დაალევინებ პაციენტს და ეტყვი, ეს ისეთი მაგარი წამალია, მთელი მსოფლიო ამან განკურნაო, ჰაი-ჰუი და იმასაც სჯერავს და იკურნება. აბა რაღაცა არ არსებობს? :) ფსიქოლოგიური პლანი - ერთხელ გამხმარი ბალახი მოვკრიბეთ, "შევაკეთეთ" და ერთ როჟას მივეცით - ესაო გალიდან ჩამოგვიტანა ერთმა მასტმა, ძალიან სერიოზული პლანიაო, ორმა მოვწიეთ, რამის დავხოცაო და ასეთები. არადა ბალახია ჩვეულებრივი. მოწია იმანაც და დაბოლდა. ჰმ.. რაღაცა არსებობს. :) ფსიქოლოგიური გათბობა - ერთ დროს ძალიან აქტუალური იყო ეს მომენტი. სკოლაში რომ დავდიოდით და მამენტ შეშა აღარ გვქონდა, ასე ვუყურებდით ღუმელს, ვფიქრობდით რომ ცხელი იყო და ჩვენც აღარ გვციოდა. არ შეიძლება ამდენი რამის არსებობა. :) ფსიქოლოგიური დავასება - ეს ფენომენი გაუგებარია მარა ფაქტია. მოკლედ, ადამიანს არ იცნობ, საერთოდ არ შეხვედრიხარ და მისი ხასიათი, მოქმედებები იცი მარტო აღწერებით. ვიღაცა ამბობს რომ ასეთი და ასეთი კარგი როჟაა და მოკლედ მაგარს აქებს. და ამას აკეთებს ბევრი და ბევრჯერ. საბოლოოდ კი ის უცნობი ადამინი ნაცნობი ხდება და გევასება. ამ ტექნიკას ძალიან ფართოდ იყენებენ საინფორმაციო საშუალებები როგორც ვინმეს დასავასებლად, ისე უარყოფითი აზრის შესაქმნელად. მდაა.. არსებობს. :) ფსიქოლოგიური ბედნიერება - ეჭვი მაქვს ახლა ამ სტადიაზე ვარ. ანუ ბედნიერი კი არ ხარ, გგონია რომ ხარ და შენც გჯერავს და მართლაც ბედნიერი ხდები. დაახლოებით წამლის ვარიანტია, ოღონდ ეს ფსიქიკის სამკურნალოდ. იოგა და მისთანები, თვითდარწმუნების ტექნიკა. რას გაიგებ, რაღაცა ხომ არსებობს და.. :) ფსიქოლოგიური სიყვარული - მე თვითონ სიყვარულის მცნების მაინცდამაინც არ მჯერავს. ჩემი აზრით ესაა რამდენიმე უფრო მატერიალური გრძნობის სინთეზი. მაგრამ აი ადამიანი გინდა რომ გიყვარდეს და მართლაც გიყვარს. ცოტა რთული ტექნიკაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არსებობს. :) ფსიქოლოგიური უნარები - ძალიან ფართოდ გავრცელებული სინდრომია განსაკუთრებით თინეიჯერებში. მაგრამ ზრდასრულებიც იყენებენ ამ ფრაზას: გამომივა, ყველაფერი გამომივა. ანუ რაღაცა არ შეგიძლია, მაგრამ თავს აჯერებ რომ გამოგივა და უმრავლეს შემთხვევაში გამოდის. იმიტომ გამოდის რომ ადამიანი ყველანაირად შეიძლება გადაეწყოს, ყველაფერს მოერგოს და რაც მთავარია, ის რაღაცა არსებობს. :) მოხარული ვიქნები, თუ თქვენც დაამატებთ რამე ასეთ და ამგვარ სახალისო მოვლენებს, რომ კიდევ ერთხელ ვაღიაროთ: რაღაცა არსებობს. :)

Saturday, August 8, 2009

ველქამ თუ წყნეთი, სოლჯერ!

ირიონოლა, ირინკა, ირინა, ირო, ირ,.. ჯანდიერის ქალი. მოკლედ, ჩემი კლასელი. და მუშაობს წყნეთში. მუშაობს რა, ბავშვების ზედამხედველია თუ რაც ქვია ბანაკში. მთავრი ამ ისტორიაში ისაა, რომ დიდი ხანია არ მენახა, პლუს ამას არ მენახა წყნეთი თვითონ. რომ იძახიან, ესაო, ისაო, წყნეთიო, დიალოგიო.. ვიფიქრე, რა არის ეს წყნეთი, წავიდე ვნახო ქე მაინც თქო.
ხოოდა, ორიონოლა მეუბნება, საუკუნეა შოკოლადი არ მიჭამიაო. ხოდა გადავწყვიტე წამეღო შოკოლადი. შოკოლადი არის ერთ–ერთი მონაწილე ამ ისტორიაში. ჯერ ერთი და დილით აგდომა დამეზარა და 11 ზე გამოვედი გორიდან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ 3 ის მერე ირიონოლას არ სცალია. ხოდა 12 ი დიდი ხნის გამხდარი იყო რომ ჩამოვედი გოროდში. ჩამოვედი კარგია, უნდა მოვხვდე თურმე მარჯანიშვილის მეტროსთან და იქიდან 84 ნომერ "სანდრას" გავყვე წყნეთში.
მეტროსთან მოხვედრა ადვილია, მით უმეტეს სახალისოცაა უამრავი ძალიან პრიკოლი ხალხის ნახვა მეტროში. მაგრამ ამოსვლიდან დაიწყო პრობლემები. ჯერ ერთი რომ შოკოლადი უნდა მეყიდა. ჩავყევი აღმაშენებელს და 500 მეტრი ისე გავიარე, 1 სასურსათო მაღაზია არ დამინახავს წამლად. სადღაც კილომეტრი რომ გავიარე და სადღაც შესახვევში დავინახე სანატრელი მაღაზია და სასოებით აღვივსე.
შევედი მაღაზიაში. მე მიდნა თქო ძალიან ბევრი შოკოლადი თქო. გამყიდველს თვალები გაუბრწყინდა, აბა რომელი მოგართვათო. შევხედე და იმდენნაირი შოკოლადი დავინახე, თვალები აცა–ბაცა წამივიდა. ხოდა ავდექი და ყველა სახის ვიყიდე. :) მთელი პარკი გავავსე, იმენა 3–4 კილო შოკოლადი იქნებოდა. იყო შოკოლადის კარაქი, პლიტკები, პატარა შოკოლადები და ვაფშე რა!
ამასობაშ გახდა 1 საათი. გავედი ისევ მეტროსთან, ვდგევარ და ველოდები. ველოდები კაია, ნახევარი საათი ისე გავიდა, 80–ს მიახლოვებული ნომერიც კი არ მოვიდა. თანდათან ეჭვი რომ შემეპარა და მარშუტკის მძღოლს ვეკითხები, წყნეთში რითი წავალ თქო. არ იცის.. თან ხომ არ ვიცი სადაა წყნეთი. თან ვფიქრობ, თუ რამეა და ტაქსით წავალ თქო. თან ვიქრობ, ეგება და მოვიდეს ავტობუსი თქო. ამასობაში ჩემნაირი დედა–შვილი გაიჩითა, წყნეთში კი მიდიოდნენ, მარა სწორად მიდიოდნენ თუ რას უნდა გაყოლოდნენ, აზრზე არ იყვნენ.
მოვიდა 2 საათი და მოყვა ავტობუსიც. ააალილუიააა, ალილუია, ალილუ უუუ უუიააა! ავედი. მოდის კონტროლიორი და აბა ბილეთები შევიძინოთო. აუუუ, არქეოლოგიური და პირამიდის გათხრები ჩავატარე ჩემ ჯიბეში და როგორც იქნა ვიპოვე ის ოხერი 2 ოცთეთრიანი. უნდა მოაშორონ ეგ ოხერი აპარატები, რა უბედურებაა, კაცს 50 თეთრი გაქვს და ვერ გიმგზავრია რა! ავიღე ბილეთი, დევანახვე კონტოლიორს, იმანაც თავი დამიქნია და ჩავიდე ჯიბეში.
აი აქ კი დაიწყო კვერცხობები. ჯერ ერთი რომ მინა იყო ისეთი მტვრიანი, გარეთ არაფერი ჩანდა. პლუს უკან დავჯექი და თან კუთხეში. მერე ავტობუსი სადღაც მივიდა და მგზავრების აკრეფა დაიწყო. და დამაგვირგვინებელი ის იყო, რომ მგზავრს ვკითხე, რა დრო დაჭირდება თქო იქამდე და საათი მაინცო. არადა 2 საათი და 15 წუთია. 3 მდე ვარიანტი არაა ვერ ჩავალ.
როგორც იქნა მივაღწიეთ ამ ნიშნამდე. ბლინ! 10 წუთი რჩება დრო. ირინას ნახვაზე რამის ხელი ჩავიქნიე, მარა ეს ამდენი შოკოლადი და პლუს ზღვიდან საჩუქრად წამოღებული სამაჯური სად ჯენიფერ ლოპესში უნდა წამეღო? ხოდა ამ ფიქრში ვარ და მოსახვევში დაგაიშალა ისეთი ხედი, რომ გამოვქლიავდი ამ ხნის კაცი. აი ესაა ჩერნობილი თუა. ჩერნობილის დიდხანს მზერა არ დამცალდა, მალე გაცილებით შესანიშნავი ხედები გადაიშალა ჩემს თვალწინ. ნაძვები, სიმწვანე, სიყვარული, მეტალიკა და ამბავი. იშშ! მივდივარ ესე იგი, ვტკბები ამ მტვრიანი ფანჯრიდან ხედებით, მერე იმით დავტკბი, როგორ გაუჩერდა ვიღაცა კაცი ავტობუსს წინ ხელებგაშილი და როგორ დაუმუხრუჭა ავტობუსმა სადღაც 3 სანტიმეტრში და იმას კი წარბიც არ შეუხრია. მერე დავტკბი ხალხით გატენილ ავტობუსში შემოჭრილი გრილი ჰაერით. გზაში ვტკბებოდი მოსახვევებში მდგარი სარკეებით და პლუს ვფიქრობდი, ველოსიპედით აქ ამოსვლა არც თუ დალაგებული აზრია თქო.
ხოოდა როგორც მითხრა ირინამ, 20 წუთის დაგვიანებით მაგრამ მაინც ჩამოვედი ბოლო გაჩერებაზე. ჩამოვედი, გავუყევი გზას ფეხით და..
ეს სურათზე ჩანს პატარა, თორემ იმხელა მეცხვარეა, პირველად ვნახე ამხელა ძაღლი. საერთოდ ძაღლების არ მეშინია, ძალიან ვევასები ძირიტადად ძაღლებს, მარა შენი ნახევარი სიმაღლის და მინიმუმ შენი წონის კბილებდაკრეჭილი და გაქუცული ძაღლი რომ გზაზე გადმოირბენს შესკენ, წინ დაგიდგება და ერთი ორს კაი ბარიტონით შემოგყეფავს, სანატრელ სიტუაციაში ნამდვილად არ ჩავარდები. :)
ვდგევართ ახლა ასე: მე პარკით და შოკოლადებით შუა გზაში, ჩემს წინ კი ვეება მეცხვარე, მიყურებს და თვალში არ მოვდივარ. :) ცუგი, ცუგი... ღრრრრ! რა ლამაზი ცუგა ხარო.. ღრრრრ! ტაში ცუგა ტაშიო... ჰამ, ჰამ! ჯანდაბა! ცუგა, ნახე რა მაქვს. შიკოლადი მაქვს. ამოვიღე პატარა შიკოლადი და მივეცი. შეჭამა. მიყურებს. ამოვიღე კიდე და გადავუგდე. წავიდა, შეჭამა, მოვიდა, მიყურებს. ამოვიღე კიდე და ვფიქრობ, მთელი შოკოლადი თუ ამას შევაჭამე, ირს რაღა წავუღო თქო. რაც არის არის, ეს ბოლოა და თუ კიდე გაჯანჯლდა.. მერე არ ვიცოდი რას ვიზავდი, მარა შოკოლადს არ მივცემდი, ეს ასიანი ვიცი.
ხოდა ავდექი და შორს გადავუგდე კიდე. სანამ ეს წავიდა, მე გავაგრძელე გზა და მერე ეტყობა იმასაც დაეზარა წამოსვლა, ერთი შემომხედა და ქვემოთკენ დაეშვა. ირინას ნახვის ცერემონიალი საინტერესო არაა, უფრო კარგ ამბავს მოგიყვებით ამ ძაღლზე.
მოვდივარ უკან და ვხედავ ვიღაც გოგოს ჩაუცვია ელასტიკი, ყველაფერი ზედ ეტყობა და მორბის ასე. მორბის კაია, პირდაპირ ძაღლისკენ მიდის კურსით. მე უკან მივყვები და გუნებაში ვფიქრობ, რა მაგარ კადრებს გადავიღებ თქო ახლა. მარა ეგრე ჩაუფლავდეს გეგმები პუტინს. ამ ძაღლმა ერთი შემოგვხედა, მერე ისევ ჩემსკენ დააპირა წამოსვლა, მაგრამ მე მოშნად დავიკიდე და სანამ ის გაოცებული იყურებოდა, მე უკვე შორს ვიყავი. და ის გოგო კიდე საერთოდ სხვა გზით წავიდა სადღაც. :)
დაიცავით გარემო ბლიად! რად უნდა ჭირდებოდეს ადამიანს ასეთ განცხადებების გამოკვრა, რომ ვიღაცა ფანდურა ხალხმა ნაგავი არ დაყაროს ასეთ ბუნებაში, ა? მერე კიდე იტყვიან 21 საუკუნეო, განათლებაო, დიალოგიო.. ბლინ, თავები უნდა მოვიკლათ ყველამ, ჩვენ რა ღირსები ვართ ასეთი ბუნების. წავედი, ნერვები მომეშალა რა. წასვლისას ცოტა რეკლამას გავაკეთებ და აი ამ სურათს დავდებ. და დასკვნაც: წყნეთი არის ბანძი! მასეთი იყო გორი სანამ ხეებს გაჩეხავდნენ. ამას ჯობია ბოშური. მარა ბოშური ისეთ გადაკარგულშია, იქ მისვლას გმირობა ჭირდება. აი ბოშური რომ იყოს წყნეთის ადგილზე.. ჰეე, მერე გენახათ თქვენ ბუნება და სილამაზე. უბრალოდ გაუმართლა რომ დედაქალათან ახლოსაა წყნეთი, თორემ რა დიდი სანახავი ეგაა. აქვე დავძენ, რომ ჩემი მოსაზრება ეყრდნობა წყნეთში გატარებულ 30 წუთს, ასე რომ უაღრესად სუბიექტურია და არასანდო.

LG - Life's Good

– რა კარგია ცხოვრება, ამი დედა ვატირე – თქვა ბურნუთამ კინოდან "სიყვარული ყველას უნდა" და მე აღმოვაჩინე, რომ გამიარა. კიდევ ის აღმოვაჩინე, რომ დიდი ხანია გამიარა. ისე დიდი ხანია გამიარა, რომ დაჟე არც კი მქონია. :) დავიწყოთ თავიდან. ჯერ იმას ვიტყვი, რომ ჩემი დის ნოუთბუქით ვარ და რამდენიმე სასვენ ნიშანს რატომღაც ქართული ასოებით წერს. ასე რომ თუ თქვენთანაც ასეა, არ გაგივლით. :) კაროჩე, როცა მშივდებოდა ხოლმე, დაგრუზულ ხასიათზე ვდგებოდი, თავის მოკვლები და მამაძაღლობები მინდებოდა, ცხოვრება მეზარებოდა, მააგრი ცუდად ვიყავი. ამხანაგმა ჯანგველაანთ თამრომ დეპრესიონერა მიწოდა. ეს იყო ერთ–ერთი იმ 5 სიტყვათაგან, რომლებითაც აღმწერა. და დანარჩენი 4 იყო: სიმპატიური, მხიარული, მომთმენი, დასაქმებული. ხოდა დიდი ხნის მუშაობის შემდეგ ჩემ თავზე, მშიერიც არ ვარ დეპრესიაში, რაც ძალიან ძალიან მიხარია. მეორე ამბავი ის არის, რომ მთლა მთავარი კონვეირები ჩამოვიდნენ გოროდიდან. ხოდა იმის გამო რომ 7 წლის გავხდით (მადლობა, მადლობა) წავედით და გადავიხადეთ. ერთ–ერთი კონვეირთაგანი უაღრესად შხვართი გოგოა. და გადავწყვიტე აუცილებლად უნდა მეცეკვებინა. ის კი არა და პირველს მე უნდა გამეყვანა საცეკვაოდ. :) მოგეხსენებათ არ ვარ ძალიან გაბედული, მაგრამ როდესაც დავინახე, როგორ მოკიდა ხელი ერთმა ჩემმა თანამშრომელმა და საცეკვაოდ გაიყვანა.. აი მულტფილმებში რომაა, ფონად რომ ცეცხლი აუვარდებათ ხოლმე, მასე მომივიდა. :) და აქ მოხდა ჩემთვის ახლაც გაუგებარი: ამ ბიჭმა ეს გოგო ცეკვის დაწყებამდე ფაქტიურად მარტო დატოვა და თვითონ სუფრას დაუბრუნდა. უცებ ორივე მხარზე გამიჩნდნენ რომ ჩნდებიან ხოლმე და ბოლო ხმით ჩამყვირეს ყურში: წადი ნახ! და ბოლომდე გააზრებულიც არ მქონდა რას ვაკეთებდი, რომ უცებ მასთან ავღმოჩნდი, ყოველგვარი შესავალის გარეშე დავავლე ხელი და ახლაც არ მახსოვს რა ილეთებით ვაცეკვე. :) ის მახსოვს, უკანა გზაზე მთელი სუფრა რომ ტაშს მიკრავდა და მეორე დღეს რომ ჩემზე ლაპარაკობდნენ, ნახე გურამამ რა ქნაო. :ამაყ: ხო, კიდე წყნეთში წავედი ირინასთან და მინდა გითხრათ კარგი დროც ვატარე. ირინას შოკოლადი უნდოდა და.. აუ, ამას ცალკე დავწერ, ბაზილიომ მითხრა, კარგი გამოგივაო. ამიტომ ავდგები და დავწერ. სთეი ინფორმეიშენ, ფიფლ! ვაპატიო არა, ცელი! ყველაფერი გავლადია. ცხოვრება მშვენიერია, მთავარია გაბედო და დაინახო!

Monday, August 3, 2009

დედაც!

თვალნო სათვალნო, მისათვალნო, ორო ვარსკვლავო,
მზერავ სამზერო, განამზერო, შემხედე კვლავო,
შენით გავთბები გაყინული.. ამებნა თვლავო
ნატვრაში შენდა. შემომხედე, მზეო, ნუ მკლავო..

თმანო ტალღანო, ზღვისა სიოვ, წყალნო ჩარჩქერო,
თქვენ ოცნებანო, სიცოცხლენო, პურო და ქერო..
გონება თქვენდა ამაცოცხლებს, გულის გახდის ჩქერო,
ჟამნი გავლიან, ვერ გივიწყებთ მოკვდური, ვერო..

ტანო საქებო, სარ-შუშანო, ალვა, ლერწამო,
ტანო საშურო, შესაშურო, მისთვის ვეწამო,
ტანო ციურო, ზეციერო.. შესდექ, შენ, წამო!
შენზე ფიქრები დამეღალოს, ვიქცე მე ამო..

მონა ვარ შენი, შენი ტყვე ვარ, შენი ვასალი,
გული აღარ მაქვს, შემოგწირე, დამედო ვალი,
ერთი ღიმილი მიმოწყალე, ნუ ხარ კლდე სალი,
ჩემი ოცნების დედოფალი, ფერია, ალი..

უშენოდ ყოფნამ დამამსგავსა უმზეო მზერას,
უფრთო პეპელას, უფარფატოს, უთვალო ძერას,
უდენთო ტყვიას, განქარვებულს, უცეცხლო კერას,
უმამლო სოფელს, უღვთო ტაძარს, უხალხო ერას..

და შენ გელოდი, მონატრებით მომსვლია ბნედაც,
ასე უშენოდ რაღად მინდა მიწა და ზეცაც.
ჩემსავით ვინმეს ვყვარებოდი? სულს მივცემ ჩემსაც
შენ ვერ გამიგე! ერთ რამეს გეტყვი: შენ, შენი დედაც!