Sunday, May 10, 2009

რა ლამააზიი დღეააა..

აჰა, მორჩა ქეიფი. ქეიფი.. ჰმ.. მოკლედ, უკვე ოფიციალურად და სადღეგრძელოებით გამყარებული "24 წლის მუტრუკი ვარ", რომელმაც "სადაცაა ცოლი უნდა მოიყვანოს და მაინც ველოსიპედით დადის" (კოპირაითი - მამაჩემი)
გავიდა ეს დღეც. არაფერი გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით, რომ პირველად გავიარე 2 კილომეტრამდე მანძილი ველოსიპედით (ჯერ ქალაქის მოფარებულ უბნებში) და სიხარულით გულისცემა გადაფარა დაღლილობით გულისცემამ. არაა.. მაგარი სავარჯიშო ვარ. მაგარი.
საჩუქრები.
1. ნუ, ველოსიპედი - ჩემი ოცნება.
2. კომპის მაგიდა - მადლობა მშობლებს.
3. სუნამო - მადლობა მეგობრებს.
და რაც მთავარია, თავადის ქალმა გვანცამ (გვარი აქვს თავადის) დღეს მისთვის ამ ბოლო დროს გადანაჩვევად თბილად მომილოცა და ჩემი თხოვნა, ამ პოსტის ქვემოთ მოყვანილი ლექსი გამოეგზავნა, მალევე შეასრულა.

ჩემდა გასაოცრად გავახსენდი მელანოსაც. ოო, მელანოოო, კიდევ.. კიდევ ეწევი პაპიროსსსსაააა? მელანოს ყელში აქვს ეს ფრაზა ამოსული. თუმცა არ იშურებს ღიმილებს და კეთილ სურვილებს.

გამიხსენა სოფომაც. მეგონა რომ დამივიწყა ან რამე მსგავსი.. თუმცა, როგორც ავღნიშნე, იმედი უაზრო თვისებაა ადამიანში. არ ვიცი მეწყინოს თუ არა, მაგრამ არ გავახსენდი არც პირველ ლოვეს და არც მის დას. ეტყობა რაღაცა არსებობს. ნუ ი პუსწ.

ჩემი თანამშრომელიბის პროგრესულმა ნაწილმა მომილოცა, დაჟე უფროსმაც კი მომილოცა. რაც ძალიან, ძალიან სასიამოვნო იყო. რა მიხაროდა არ ვიცი. ალბათ ესეც თავისებური უაზრო გრძნობათაგან ერთ-ერთია. ან საჭიროა რომ ასე ყოფილიყო.

ახლა მოვიდა ჩემი პატარა ბიძაშვილი. ეს ერთადერთია, რომელმაც დღეს მიმღერა "რა ლამაზი დღეაო". ჩემს სანახავად სამუშაოდან დაეთხოვა, ჩამოვიდა და მერე 6 ზე წავიდა ჩემი დაიკო. არ ვიცი რატომ, მაგრამ დავავიწყდი დეიდას და დეიდაშვილებს. თუმცა არ დავავიწყდი მეორე დეიდას.
სახლში მაქვს შოკოლადის ტორტი, რომელიც ხელუხლებლად დევს მაცივარში. საინტერესოა, რას იფიქრებს დედაჩემი ამას რომ ნახავს. თვითონ დაბადების დღე კი გადავიხადე სახინკლეში.. ნუ, გორია მაინც რა..
არა, რა მთვრალი.. 2 ასეთი დავლიეთ მარტო. არ მიყვარს ლოთაობა. სამაგიეროდ გამოიკვეთა ორი ფრაზა, რომელიც გულში მომხვდა. ერთია - "სახლშიც თუ ასე ჭამ, საღოლ შენო" და "მთავრობა რა შუაშია უბანში რომ არ ჩანხარო" ვეცდები ორივე გამოვასწორო. ხვალე დილით ვირბინოთო. ჰო, სირბილი კარგია. მაგრამ დილით გაღვიძებისა კი რა გითხრათ.
მცირედი კრეატორობა თუ რა ჭირი ქვია ამას. 3 ცალი ნ73. ვისაც არა აქვს ნოკია, სულ ყველა "აძინოკია"
და დღის ბოლოს ავიღე ჩემი ველოსიპედი და ავიარე და ჩავიარე, შენ რომ დამენახეე.. არა, ეს სხვა სიმღერაა. უბრალოდ ავიარე და ჩავიარე. და დავიღალე. ვარჯიში მინდა. უნდა ვივარჯიშო.
დღეს ვის რა ვარგე: ჩემ დას ვუყიდე საროჩკა, ჩემ თავს ვუყიდე სპორტიულები, მამას გავუკეთეთ ცივი ყავა ბანანით, ჩემი დიდი ბიძაშვილი გავიყვანე ქალაქში და გავიარეთ, მეოზბელს ვათხოვე ველოსიპედი და იმანაც აიარა და ჩაიარა. დღე ჯერ არ დამთავრებულა. ვფიქრობ კიდევ შეიძლება ჩემს თავს ვარგო რამე და ძველი მაგიდიდან კომპი ახალ მაგიდაზე გადავიტანო.

3 comments:

DrAcid said...

გილოცავვ!!!

დაბადების დღეს! ;)
გაიხარე, გურამ, ბევრი გესტალკეროს და გადაგეთარგმნოს!
კომპი მიდი აბა გადაიტანე ახალ მაგიდაზე :) მაგას კიდე შეჩვევა უნდა...

ხევ ნოუ ფიარ, მაჟავა'ს ხირ :D
პ.ს.(შენ ხო თბილისში ცხოვრობ???)

გურამი said...

პ.ს.(შენ ხო თბილისში ცხოვრობ???)
არა მჟავას ვენაცვალე, გორელი ვარ. :)

drmercyhospital said...

Გამარჯობა ყველას,
ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.