Friday, June 26, 2009

Who is it?

დღეს დილით კანტორაში მისულმა ყური მოვკარი ფრაზას: "გურამას არ უთხრათ, თავს მოიკლავსო" მერე მომდის ჩემი დის მესიჯი, სადაც არა როგორ ხარ, არამედ გიმსამძიმრებ ჯექსონის გადრაცვალებასო წერია. მერე თანამშრომელი მირეკავს და მეუბნება, მართალია მწუხარე ხარ, მაგრამ საქმეები მჭირდებაო.. და მართლაც სამწუხარო ფაქტი მოხდა. მაიკლ ჯექსონი, როგორც ადამიანი, გარდაიცვალა.
მაიკლ ჯექსონი. ამ სახელი და გვარის გაგონებისას ორაზროვანი გრძნობა გიჩნდება. ოღონდ ეს ახლა. 1985 წელს კი, როდესაც მისი ალბომი "ტრილერი" გამოვიდა, "ჯექსონს ფაივის" ყოფილი ვოკალისტის სახელი მთელმა მსოფლიომ აიტაცა და გაოცებული ადევნებდნენ თვალს მის ერთი შეხედვით არამიწიერ მოძრაობებს. "MoonWalker" - ჯექსონის სავიზიტო ბარათად იქცა და ეს "ანტიგრავიტაციული" მოძრაობა მრავალს აოცებდა და აოცებს.
დღეს გარდაიცვალა პოპის მეფედ აღიარებული მომღერალი, მოცეკვავე და შემოქმედი. გარდაიცვალა სხეული, თორემ მისი შემოქმედება, სიმღერები, პლასტიკა, სული და ისტორია მუდამ იცოცხლებს. მაიკლი იყო პირველი შავკანიანი, ვისი კლიპიც Mtv-ზე გავიდა (სიმღერა "Billie Jean"). მისი მუსიკები სავსეა რიტმებით, მოძრაობები - ექსტრიმით და ორიგინალურობით, ტექსტები - სიყვარულით და სიმარტოვით, ხმა - ძალით.. ისტორია კი სკანდალებით.
ჯექსონს თანდაყოლილი კანის დაავადების გამო 5 ჯერ მოუხდა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, რამაც საბოლოო ჯამში საშინელ შედეგამდე მიგვიყვანა. მან ფაქტიურად დაკარგა სახე, რამაც სიმპატიური ზანგის ბიჭი საფრთხობელად აქცია.
თუმცა მთავარი შემოქმედებაა. ჯექსონის შესახებ გადაღებულია კლიპი "Michael Jackson's MoonWalker" და იგივე დასახელების თამაში "Sega" ზე. ფილმში მოთხრობილია ჯექსონის გზა პატარაობიდან "ტრილერამდე" და გზადაგზა მისი კლიპებიცაა ჩასმული (ზოგი სრულიად უცნობიც). დოკუმენტური ფილმი ერთ მომენტში მხატვრულ ფილმადაც იქცევა და მაიკლი, როგორც ჯადოქარი მოცეკვავე ცდილობს გადაარჩინოს ბავშვები ბოროტი მეცნიერისგან. თამაში ფაქტიურად ამ მხატვრული ფილმის მიხედვითაა შექმნილი და საუნტრეკად ჯექსონი ჰიტები გასდევს. მასში ჯადოქარი მოცეკვავე თავისი ცნობილი ილეთებით ანეიტრალებს ბოროტი მეცნიერის დამქაშებს. ხოლო ხანდახან არის მომენტიც, როდესაც ჯადოქრობა საკმარისად დაგროვდება, დამქაშები შენთან ერთად აცეკვო და მერე ცეკვით დაღლილები ძირს დაყარო. ჩემზე დიდი გავლენა იქონია მაიკლის ცეკვამ. მისი კლიპების ანალიზით შევძელი რამდენიმე მოძრაობის გათვისება. განსაკუთრებით კარგად გამომდის მისი სავიზიტო ბარათი "MoonWalker" სწორედ ჯექსონის გამოა ჩემი მისწრაფება შლაპებისაკენ. აქვე განცხადება: შევიძენ შლაპას, თეთრს შავი კანტით. მოდით ნუ ვისაუბრებთ მის სკანდალურ ბოლო წლებზე და პედოფილის მიკერებულ იარლიყზე. დარწმუნებული ვარ ჯექსონს ჩემზე მეტად არ ეყვარებოდა ბავშვები, მაგრამ ცნობილი ადამიანების ცხოვრება მრავალი შავი ჭორითა და უაზრო ბრალდებებითაა სავსე. მოდით შევხედოთ მაიკლ ჯექსონს როგორც ახალი ეპოქის შემქმნელს პოპ მუსიკაში, ქორეოგრაფიაში და კლიპმეიკერობაში. მოდით ვისაუბროთ მასზე როგორც შემოქმედზე, გვახსოვდეს ის როგორც ხელოვანი და კიდევ ერთხელ დავტკბეთ მისი არაჩვეულებრივი პლასტიკით. ვინ არის ის? ქვემოთ მოყვანილ სიმღერაში საუბარია უიღბლო და მოღლატე სიყვარულზე. ვნახოთ ვიდიუ და დავფიქრდეთ - ვინ არის ის? რატომღაც Myvideo არ მუშაობს, ასე რომ ვდებ YouTube დან აქვე Smooth Criminal, ფილმ MoonWalker დან. ყველაზე რიტმული სიმღერა.

4 comments:

Anonymous said...

მმმ
ძაან შემეცოდა :/

მაივიდეოს ბლოგი არ ასაფორთებს, თუ პირიქით, ის არ ასაფორთებს ბლოგს
მოკლედ, მაივიდეოდან ვერ დადებ

Sophie שרה Golden said...

ის არის ლეგენდა :)
ჰგავხარ აწ განსვენებულ მაიკლს ამ სურათში :)

Anonymous said...

Mr Willetts said:" I know a few. Read full tip on applying energy through particular routes inside the pillow, in seizure medications are recommended during pregnancy due to improper posture. Nerve Pain During PregnancyAny or all expenses of Najib and his colleagues found that it often encounter stress in different phases.

Feel free to surf to my web blog: back pain specialist Deweese
Feel free to visit my web page ... back pain specialist Deweese

Anonymous said...

Τhe writе-up οffers veгified usеful to mуself.
It’s reallу hеlρful аnd уou reаlly aгe naturally vеry eduсateԁ іn this rеgiοn.
Yоu get exposеd οur eуe for you to vагyіng viеws οn
thіs kind of tοрic wіth іntгiguіng, nоtable anԁ stгong content matегiаl.


mу wеbpаge ... Buy Klonopin
Look at my blog :: buy Klonopin